lampari lodo
kaTedrebi

საგნობრივი კათედრის მუშაობის პრინციპები

სკოლაში არის ოთხი საგნობრივი კათედრა:

•   ქართული ენა-ლიტერატურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა;
•   უცხოური ენების;
•   მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა;
•   სპორტისა და ესთეტიკის.

ეს კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფებში ყველა მასწავლებელს.
კათედრების ფუნქციებია:
•   საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია; •   თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების
დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები;
•   ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
•   სახელმძღვანელოების შერჩევა;
•   შეფასების კომპონენტების შემადგენელი კრიტერიუმების შემუშავება და აღწერა;
•   სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.);
•   ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
•   რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
•   რეკომენდაციების შემუშავება სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
•   მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების გრაფიკის შედგენა, დაცვა და შესრულება. მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების შედეგების განხილვა და შეფასება;
•   სხვადასხვა სახის აქტივობების ორგანიზება ყოველთვიურად, რომლებიც გააერთიანებს სხვადასხვა კლასის, ჯგუფების და განაყოფების მოსწავლეებს.
•   უზრუნველყოს მოსწავლეთა მონაწილეობა სხვადასხვა სახის კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
•   შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.
კათედრის წევრებიდან ერთი სასწავლო წლის ვადით ირჩევა კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ სამჯერ.


კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

•   კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
•   კათედრის სამუშაო წლიური გეგმის შედგენა;
•   საგნობრივი ჯგუფის გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის ორგანოებისათვის (მაგ. სახელმძღვანელოების შერჩევის თაობაზე);
•   პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვა) ორგანიზება.

კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე. კათედრის პირველ სხდომაზე, მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის, საგნობრივი პროგრამებისა და შესაბამისად არჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების განხილვა. განიხილება ასევე თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში; რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი; რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო ეფექტურად სწავლებისათვის და ა.შ.
კათედრები შემოიღებენ თითოეულ საგნობრივ ჯგუფებში, კლასის და საფეხურის მიხედვით, საუკეთესო მოსწავლის პრიზს, რომელიც ამ მოსწავლეებს გადაეცემათ სასწავლო წლის ბოლოს საზეიმო ცერემონიალზე.
ყოველი სემესტრის ბოლოს კათედრის სხდომაზე ხდება განხილვა საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობისა. ამ დროს ხდება პრობლემის გამოვლენა და შეფასება, თუ რა ხარისხით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში აღწერილი შედეგების მიღწევა. საჭიროების შემთხვევაში იწერება რეკომენდაციები სკოლის სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ.

sakontaqto informacia


მისამართი: თბილისი, III მასივი,
კალაუბნის ქუჩა 10

ტელეფონი : 2-45-57-02; 2-45-57-08

მობილური: 599-50-17-21;

ელ-ფოსტა: lamparitamari@yahoo.com