lampari lodo
biblioTeka

I. ზოგადი დებულებები

1.1. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს შპს „ლამპარის„ შემადგელობაში და არის სკოლის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც განთავსებულია ბიბლიოგრაფიული ფონდი, სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა, ბეჭდვითი გამოცემები და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები, მხატვრული, საინფორმაციო და სხვა სახის ლიტერატურული და საინფორმაციო მასალა.

1.2. სკოლის ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათელებლო სამეცნიერო-ინფორმაციულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი რესურსები მოსწავლეებისა და მასწავლებლების საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად.

1.3 ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები ეფუძვნება ‘‘საბიბლიოთეკო საქმის შესახებ‘‘ საქართველოს კანონს, შინაგანაწესს, ბიბლიოთეკის და ბიბლიოთეკარის სტანდარტს.

II. მიზნები და ამოცანები

2.1. ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული სრულყოფის, მოსწავლეთა განათლების, კულტურისა და ზოგადი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა

2.2. ბიბლიოთეკის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა სათანადო სახელმძღვანელოებითა და მეთოდური ლიტერატურით

2.3. ამ ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს:

• მკითხველთა სწრაფ და სრულ დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ლიტერატურითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდვური, ხელნაწერი, ელექტრონული და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალებით);
• ხელსაყრელი პირობების შექმნას პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;
• შესაბამისი პროფილის ლიტერატურისა და დოკუმენტების შეგროვებას და მათ სათანადო დაცვა-მოვლა-პატრონობას;
• საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობის ხელმისაწვდომობისა და მომსახურების მაღალ დონეს როგორც ადგილზე, ისე სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის ლიტერატურისა და დოკუმენტების დროებით სარგებლობაში გადაცემით

III. ძირითადი პრინციპები და ფუნქციები

3.1. ბიბლიოთეკის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
• მკითხველთა თანასწორუფლებიანობა;
• ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდაობა;

• კავშირების დამყარება სხვა ბიბლიოთეკებთან, გამომცემლობებთან;
• თანამედროვე ელექტრონული სისტემის დანერგვა საბიბლიოთეკო საქმიანობაში, ინტერნეტ-ქსელის გამოყენება მკითხველთა მომსახურებისა და საჭირო ლიტერატურის მოსაძიებლად.

IV. ბიბლიოთეკისა და მკითხველის უფლება-მოვალეობანი

4.1. ბიბლიოთეკა უფლებამოსილია:

• ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრული ფუნქციები განახორციელოს დამოუკიდებლად;
• მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც დაარღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან სხვა სახის ზიანს მიაყენებენ ბიბლიოთეკას;
• ითანამშრომლოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

4.2. ბიბლიოთეკის ვალდებულებები:

• თავისი საქმიანობა წარმართოს ამ დებულების საფუძველზე და მის შესაბამისად;
• მუდმივად დააკომპლექტოს ფონდები შესაბამისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებით და ასახოს ისინი საინფორმაციო-საცნობარო საშუალებებში;
• უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურების მაღალი დონე;

4.3. მკითხველი ვალდებულია:

• გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები, რომელიც ამ დებულების ორგანული ნაწილია;
• დაბრუნოს წიგნი დადგენილ ვადებში.

V. საბიბლიოთეკო ერთეულის გატანის წესები

5.1 წიგნის გატანა ხდება 2 კვირის ვადით. წიგნის გატანა დამოკიდებულია მასალისა და მკითხველის კატეგორიაზე, ერთეულის რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე;

5.2 ნაბეჭდი საბიბლიოთეკო ერთეული, რომელიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, გამონაკლისის გარდა (იხ. პუნქტი 5.3.), ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა; ასეთი რესურსით სარგებლობა მკითხველს შეუძლია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში;

5.3. იმ შემთხვევაში თუ, ნაბეჭდი საბიბლიოთეკო ერთეული მხოლოდ ერთი ეგზეპლარია ბიბლიოთეკაში, მაგრამ არ არის მასზე ყოველდღიური მოთხოვნა, შესაძლებელია მკითხველმა ისარგებლოს მისი სახლში გატანის უფლებით;

5.4 ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა, ასევე პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები), რარიტეტები (იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები), კარტოგრაფიული და სანოტო გამოცემები, ვიდეო და აუდიო მასალა (DVD, CD), ლექსიკონები, ენციკლოპედიები;

5.5 ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის უფლებით სარგებლობენ შპს „ლამპარის„ მოსწავლეები, მასწავლებლები და პერსონალი.

5.6. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები (იხ.დანართი 1) გამოკრულია ბიბლიოთეკაში თვალსაჩინო ადგილას.

VI. საბიბლიოთეკო ერთეულის დაბრუნების ვადის გადადება

6.1. გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე, მკითხველი ვალდებულია დააბრონოს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში;

6.2. გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომის დროს, თუ მკითხველს კვლავ სჭირდება ამავე მასალით სარგებლობა, მას შეუძლია გადადოს წიგნის დაბრუნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მასალაზე არ არის მოთხოვნა;

6.3. თუ მკითხველი ობიქტური მიზეზების გამო (მაგ: ავადმყოფობა, ქვეყანაში არ ყოფნა და სხვ.) ვერ აბრუნებს გატანილ მასალას წინასწარ განსაზღვრულ დროში, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიბლიოთეკას. წინააღმდეგ შემთხვევაში მასალით სარგებლობის ვადა ჩაითვლება დარღვეულად;

VII. ცვლილებების შეტანა

7.1. დებულებაში ცვილილებების შეტანა ხდება სკოლის დირექტორის მიერ ბრძანების გამოცემით.

sakontaqto informacia


მისამართი: თბილისი, III მასივი,
კალაუბნის ქუჩა 10

ტელეფონი : 2-45-57-02; 2-45-57-08

მობილური: 599-50-17-21;

ელ-ფოსტა: lamparitamari@yahoo.com