lampari lodo
skolis debuleba

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შპს ,,ლამპარის“ საგნობრივი კათედრების რაოდენობას, აწესრიგებს კათედრების/კათედრების თავმჯდომარეების ფუნქციებს და მათი მუშაობის პრინციპებს, აგრეთვე შეიმუშავებს შეფასების სქემას თითოეული კათედრის მიხედვით.

სკოლაში შექმნილია ოთხი საგნობრივი კათედრა:

 ქართული ენა-ლიტერატურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა;  უცხოური ენების;  მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა;  სპორტისა და ესთეტიკის.
აღნიშნული კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფებში ყველა მასწავლებელს.

მუხლი 2. კათედრების ფუნქციებია:

2.1 საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია, რეკომენდაციების შემუშავება სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
2.2 თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა;
2.3 შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;
2.4 ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება - ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
2.5 სახელმძღვანელოების, სხვა სასწავლო რესურსების შერჩევა, რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
2.6 შეფასების კომპონენტების შემადგენელი კრიტერიუმების შემუშავება და აღწერა;
2.7 სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.);
2.8 მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების გრაფიკის შედგენა, დაცვა და შესრულება. მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების შედეგების განხილვა და შეფასება;
2.9 სხვადასხვა სახის აქტივობების ორგანიზება ყოველთვიურად, რომლებიც გააერთიანებს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს, კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

მუხლი 3. კათედრის მუშაობის პრინციპები

3.1 კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე. კათედრის პირველ სხდომაზე აირჩევა კათედრის თავმჯდომარე და მდივანი. კათედრები განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, კერძოდ, საგნობრივი პროგრამების შესაბამისად სასწავლო რესურსების განსაზღვრა, შეფასების რუბრიკების, კომპონენტების განსაზღვრა, მინიმალური შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის განსაზღვრა და სხვ. განიხილება ასევე თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში, რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი, რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო ეფექტურად სწავლებისათვის და ა.შ.
3.2 კათედრების მიერ ხდება კრიტერიუმების შემუშავება, რომლის საფუძველზეც გამოვლინდებიან საუკეთესო მოსწავლე და მასწავლებელი. სიმბოლური პრიზი გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო წლის ბოლოს საზეიმო ცერემონიალზე.
3.3 ყოველი სემესტრის ბოლოს კათედრის სხდომაზე ხდება საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობის განხილვა. ამ დროს ხდება პრობლემის გამოვლენა და შეფასება, თუ რა ხარისხით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში აღწერილი შედეგების მიღწევა. საჭიროების შემთხვევაში იწერება რეკომენდაციები სკოლის სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ.
3.4 წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს:
 სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება;
 კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები;
 მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა;
 თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.

მუხლი 4. კათედრის თავმჯდომარე

4.1 კათედრის წევრებიდან ერთი სასწავლო წლის ვადით ირჩევა კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4.2 კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
 კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
 კათედრის სამუშაო წლიური გეგმის შედგენა;
 საგნობრივი ჯგუფის გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის ორგანოებისათვის (მაგ. სახელმძღვანელოების შერჩევის თაობაზე);
 პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვა) ორგანიზება.

მუხლი 5. ცვლილებების შეტანა

დებულებაში ცვილილებების და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების სკოლის პედსაბჭოზე განხილვის შედეგად, სკოლის დირექტორის მიერ ბრძანების გამოცემით.

sakontaqto informacia


მისამართი: თბილისი, III მასივი,
კალაუბნის ქუჩა 10

ტელეფონი : 2-45-57-02; 2-45-57-08

მობილური: 599-50-17-21;

ელ-ფოსტა: lamparitamari@yahoo.com