lampari lodo

erTad yvelafers davZlevT!


     ,,სკოლა-ლიცეუმ ლამპარის" დირექცია მადლობას უხდის სკოლის პედაგოგებს, რომლებიც თითქმის მთელი თვეა აქტიურად აგრძელებენ სწავლებას დისტანციურად და დიდი მონდომებით, მოსწავლეზე მორგებული ფორმატით ატარებენ ონლაინ გაკვეთილებს.
     შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, რომ ესგ -ით გათვალისწინებული პროგრამა მოსწავლეებმა დაძლიონ სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობით. ხშირად მოსწავლის ინტერესიდან გამომდინარე კლასთან სხვადასხვა ფორმატში ტარდება ერთი და იგივე გაკვეთილი. ეს გაცილებით რთულია, ვიდრე საკლასო ოთახში მუშაობა.
      მადლობა იმ მშობლებს, რომლებიც ხელს უწყობენ და ეხმარებიან პედაგოგებსა და თავიანთ შვილებს კომუნიკაციის დამყარებაში.

      მადლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "ტელეგაკვეთილებისათვის". ერთობლივი ძალისხმევით იმედია სემესტრს დავასრულებთ.

      მინდა დავამშვიდო მშობლები და ვაცნობო, რომ სკოლა გეგმავს სასწავლო პროცესის განახლებისთანავე დანიშნოს უფასო საგნობრივი წრეები და დამატებითი გაკვეთილები, რაც გაზრდის სწავლების ხარისხს.

      დარჩით სახლში.
      ერთად ყველაფერს დავძლევთ.

      გისურვებთ ჯანმრთელობას!

sakontaqto informacia


მისამართი: თბილისი, III მასივი,
კალაუბნის ქუჩა 10

ტელეფონი : 2-45-57-02; 2-45-57-08

მობილური: 599-50-17-21;

ელ-ფოსტა: lamparitamari@yahoo.com