lampari lodo

10 Tebervlis gancxadeba


     ძვირფასო ბავშვებო! დისტანციურ რეჟიმში, კარგად მოგეხსენებათ, რომ თქვენი ჩართულობის გარეშე მაღალი შედეგის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება. შესაბამისად, უფრო ეფექტური თანამშრომლობისათვის გიზიარებთ რამდენიმე თხოვნას/რეკომენდაციას, რომელთა გათვალისწინება პირდაპირპროპორციული იქნება ამ პროცესის ხარისხისა:დაიცავით შემდეგი წესები ..

      გაკვეთილის მსვლელობისას სახელმძღვანელოები და დამატებითი მასალები - უნდა გქონდეთ. დ

     გამართული ტექნიკური მხარდაჭერა - ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სახლის გარემოში შესაბამისი პირობები ონლაინ გაკვეთილებისათვის: მშვიდი გარემო, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი / ლეპტოპი / ტელეფონი (ფუნქციურად გამართული კამერითა და მიკროფონით). გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული ტექნიკური მხარდაჭერა გაკვეთილის დაწყებამდე.

      გაკვეთილების მიმდინარეობისას - გაკვეთილების მიმდინარეობისას ვეცადოთ, სახლში არ იყოს ხმაური, არც ჩართული სხვა ისეთი მოწყობილობა, რომელიც გაგიფანტავთ ყურადღებას ონლაინ გაკვეთილის ჩასატარებლად ვიყენებთ Zoom-ის პლატფორმას.

      გთხოვთ დარეგისტრირდეთ

     იმისათვის, რომ ისარგებლოთ Zoom-ის პლატფორმით, გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე zoom.us და / ან გადმოიწეროთ აპლიკაცია ანდროიდისთვის, აიფონისთვის ან კომპიუტერისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, ონლაინ გაკვეთილი ტექნიკური თვალსაზრისით უფრო გამართული იქნება.

     მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება არ გახლავთ სასკოლო ცხოვრების სრული ჩანაცვლება, ჩვენი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამ პროცესიდან ჩვენმა მოსწავლეებმა მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

     გისურვებთ წარმატებებს და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას
*    *    *

   "სკოლა-ლიცეუმ ლამპარის" მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო, მიუხედავად იმსა, რომ სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და სკოლა აღჭურვილია საჭირო სან.ჰიგიენური საშუალებებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოცხადებულია არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე.


   ჯანმრთელობას და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.

sakontaqto informacia


მისამართი: თბილისი, III მასივი,
კალაუბნის ქუჩა 10

ტელეფონი : 2-45-57-02; 2-45-57-08

მობილური: 599-50-17-21;

ელ-ფოსტა: lamparitamari@yahoo.com