2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში
სკოლაში 2023 წელს შემუშავდა 2023-2024 წლების ერთწლიანი განვითარების სამოქმედოგეგმა.
სამოქმედო გეგმა, წარმოადგენს სკოლის დოკუმენტს, რომელიც დეკლარირებული მიზნების
მისაღწევად ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტურ
მუშაობას. ის ეფუძნება სტრატეგიული განვითარების გეგმას და მასში გაწერილია სკოლის
მატერიალური, სასწავლო თუ ადამიანური რესურსის განვითარების გეგმა ერთი წლის
განმავლობაში. 2023- 2024 სასწ.წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა საკითხსა თუ
პრობლემას, რომლის გადაჭრის აუცილებლობაც იდგა მიმდინარე პერიოდში.
სკოლის სტრატეგიულ გეგმაში აღწერილია განსახორციელებელი ამოცანები და განხორციელების
გზები წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში. სკოლის სტრატეგიული განვითარების ძირითადი
მიმართულებები იყო:
- სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება
- სწავლა – სწავლების ხარისხის ამაღლება
- სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება
- ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია
- სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა
- სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა
საშუალებებით. - უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა
- მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
- სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება
სკოლის მართვა ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად. სკოლის
სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განსაზღვრულია სკოლის
დებულებითა და დირექტორის მიერ დამტკიცებული სხვადასხვა სტრუქტურული
ერთეულისდებულებებით. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა და
დამტკიცდა სხვადასხვასამართლებრივი დოკუმენტაცია, მათ შორის სასკოლო
სასწავლო გეგმა, შინაგანაწესი, დებულება, მედიაციის წესი, მოსწავლეთა ადაპტაციის წესი და
სხვა. გაფორმდა ხელშეკრულებები ახალ პერსონალთან და მშობლებთან/კანონიერ
წარმომადგენლებთან.
სკოლამ დაიწყო მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. მასწავლებლებს
უტარდებოდათ სამუშაო შეხვედრები მატრიცებისა და შემაჯამებელ-კომპლექსური დავალების
დანერგვასთან დაკავშირებით.
ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მიზნით სკოლაში განხორციელდა
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის არაერთი ღონისძიება (მაგ: სამუშაო
შეხვედრები, ტრენინგები, გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთდასწრებები.). აგრეთვე,
განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურებოდა თანამშრომელთა გუნდური
მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებას. ზოგადად, სკოლის
უპირველესი მიზანია გაზარდოს სკოლის ეფექტიანი მუშაობა მაღალკვალიფიციური და
თანამედროვე უნარების მქონე, მოტივირებულიდა საქმისადმი ერთგული თანამშრომლებით.
სკოლაში შექმნილია ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც
აკვირდება თითოეულ მასწავლებელს და ახორციელებს ხარისხის კონტროლს. მიმდინარე
სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების/ანალიზის შემდეგ დირექციამ შეიმუშავა
რეკომენდაციები და წინადადებები განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც
გათვალისწინებული იქნებასასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს.
რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სკოლას იჯარით აქვს აღებული სკოლის შენობა.
საკლასო ოთხები კეთილმოწყობილი და ნათელია. აღჭურვილია ერთდგილიანი მერხებითა
სკამებით. უკანასკნელი პერიოდში შეივსო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი. განახლდა (შეიღება)
სკოლის შიდა სივრცე. დეკორატიული აქსესუარებით შეივსო ეზო, გარემონტდა სკოლის ეზოში
არსებული სპორტული მოედანი. მუდმივად ხდება სხვადასხვა სპორტული ინვენტარის შეძენა:
ლეიბები, ჰულაჰუპები, ბურთები, ბადმინტონი, მხიარული სტარტის სათამაშო ინვენტარი და ა.შ.
სკოლას აქვს სასკოლო- სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისთვის
აუცილებელი საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგები: პერსონალური კომპიუტერები,
ნოუთბუქები, პროექტორები, პრინტერები და ა.შ. საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.
ჯანსაღი გარემოს შექმნის კუთხით სკოლა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს.
სკოლაში არის კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო,
რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის
გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას; მასწავლებლები ცდილობენ სკოლაში
დემოკრატიული
ღირებულებების ჩამოყალიბებას. საანგარიშე პერიოდში დაიგეგმა და განხორციელდა სასკოლო
პროექტები, რომლებიც მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას უწყობენ ხელს.
სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებს, სადაც მოსწავლე არის
დაფასებული და მასწავლებელთან ერთად პასუხისმგებელია სწავლასა და განვითარებაზე.
მოსწავლეებთან ხშირად ტარდებოდა შეხვედრები ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის
მიზნით. სკოლაში ტარდებოდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.
დამატებითი მომსახურების უზრუნველყოფის მიზანით, საათობრივი ბადეში განსაზღვრულია
დამატებითისავალდებულო საგნები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით პირველი
კლასიდან. რაც
ასევემოსწავლეთ მოტივაციის ამაღლებას და გარკვეული ფუნქციური უნარების გაუმჯობესებას
ეხმარებოდა. სკოლის პოლიტიკიდან გამომდინარე, ძირითადი საგნების შესწავლასთან
ერთად, მნიშვნელოვანიაარაფორმალური განათლების მიღება, მოსწავლეების განვითარება
სხვა მიმართულებით. სკოლისსურვილია მოსწავლეებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო
მომსახურება მიიღონ ადგილზე. დამატებითიმომსახურებების შეთავაზება ხდება სკოლის
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით.აგრეთვე გათვალისწინებულია
მშობელთა სურვილებიც.
მოსწავლეთა სურვილისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლის ბიუჯეტის ფარგლებში ან
ფასიანი მომსახურების სახით, სკოლა ყოველწლიურად სთავაზობდა მათ ეროვნული სასწავლო
გეგმით გაუთვალისწინებულ დამატებითი სააღმზრდელო მომსახურება-გახანგრძლივებული
სწავლების წრე,
რაც შეეხება სააღმზრდელო პროგრამას, სკოლას შემუშავებული აქვს სადამრიგებლო პროგრამა,
სადაც გაწერილია კლასის დამრიგებლის/აღმზრდელების მუშაობის მიზნები, მოვალეობები,
სადამრიგებლო სააღმზრდელო მუშაობის პრინციპები და მიმართულებები.
თითოეულ კლასს ჰყავს თავისი დამრიგებელი/ტუტორი. რომელთა მუშაობა ემყარება ზოგადი
განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური
უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, ხელს უწყობს
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს ლიბერალურ და
დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება
მოსწავლეებს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობების გაცნობიერებაში, აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში.
სკოლაში იდენტიფიცირებულია ძირითდი დამხმარე და მმართველობითი პროცესები ყველა
პროცესი იმართება დაგეგმე – განახორციელე – შეამოწმე – განავითარე ციკლის შესაბამისად.
სასწავლო პროცესის შეფასება ხდება გაკვეთილებზე დასწრების, მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრების, კათედრის ხელმძღვანელთა მიერ წარმოდგენილი მუშაობის ანგარიშების
საფუძველზე. კათედრებზე საგნობრივი სწავლებისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრების ანალიზის
საფუძველზე ვლინდება კათედრის მუშაობის ძლიერი და სუსტი მხარეები. თითოეული კათედრა
გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად სახავს ამოცანებს ახალი სასწავლო წლისთვის.
სკოლაში მოქმედებს მონიტორინგის სისტემა, რომელიც იძლევა სასწავლო პროცესის
შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების დაგეგმვის შესაძლებლობას. გადაწყვეტილებები
სასკოლო სასწავლო გეგმაშიცვლილებების განხორციელების თაობაზე განიხილება რეგულარულ
შეხვედრებზე კონსულტაციების გზით.
მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სკოლაში მშობლებთან ურთიერთობა/კომუნიკაციას, რაც
ხორციელდება და რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით და მშობელთან ურთიერთობის
დებულებით. სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან. საჭიროების
შემთხვევაში, ატარებს ინდივიდუალურ შეხვედრებს მათ შორის, ელექტრონული პლატფორმა ZOOM
-ის მეშვეობით. მოსწავლის აკადემიური მოსწრების თაობაზე მშობლის ინფორმირების მიზნით
სკოლას აქვს ელექტრონული ჟურნალი, რომლის საშუალებით მშობელს ნებისმიერ დროს
შეუძლია გაეცნოს შვილის აკადემიურ მოსწრებასა და გაცდენებს. ასევე, ჰქონდეს ურთიერთობა
მასწავლებლებთან და მიიღოს მათგან დამატებითი ინფორმაცია. სკოლის ვებ-გვერდზე,
ელექტრონულ ჟურნალში, სკოლის სოციალური ქსელში, მუდმივად ქვეყნდება ინფორმაცია
დაგეგმილი აქტივობების, განხორციელებული ღონისძიებების და სასკოლო ცხოვრებისთვის
მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ. მუდმივად იმართება მშობლებთან შეხვედრები, კერძოდ,
კლასის დამრიგებელი/აღმზრდელი ვალდებულია დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის
სწავლა–აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. საჭიროების შემთხვევაში კლასის
დამრიგებელი იწვევს კლასის საერთო შეკრებას, სადაც არ განიხილება ცალკეული მოსწავლის
მიღწევები. მსგავს შეხვედრებზე მშობლებთან ერთად განიხილება საკითხები, როგორიცაა
შეფასების კრიტერიუმები, დაგეგმილი ღონისძიებები, სკოლის შეთავაზებები და სხვა მიმდინარე
საორგანიზაციო საკითხები. მშობლები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში
სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობების განხორციელების საშუალებით. სკოლას
სტრატეგიული განვითარების და სამოქმედოგეგმის წარმატებით შესრულებისათვის შემუშავებული
აქვს თვითშეფასებისა და მონიტორინგის მოქნილი სისტემა. სკოლის საქმიანობა ფასდება შემდეგი
მახასიათებლებით: მოსწავლეთა, მშობელთა, მასწავლებელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა
შეხედულებებით – კმაყოფილების კითხვარითა და მოსწავლეთა მიღწევებით. ამისათვის
დირექციამ შეიმუშვა კითხვარები, ჩაატარა კვლევები, რომლის მზანი იყო არსებობის შემთხვევაში
შესაბამისი პრობლემის/ხარვეზის გამოვლენა და მისი გამოსწორება. შეფასების ზოგადი
დადებითი და უარყოფითი ტენდენციები განიხილება პედაგოგთა და ადმინისტრაციის შეხვედრებზე,
ისახება პრობლემის გადაჭრის გზები. სკოლაში არაერთხელ გაკეთდა SWOT ანალიზი, რის შედეგადაც
განისაზღვრა სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და რისკები. კვლევის
შედეგების საფუძველზე შესაძლებლობის ფარგლებში მოხდა მათი გადაჭრა, რაც არის იმის
გარანტია, რომ სკოლის განვითარება, მართლაც, უწყვეტი პროცესია.
ზემოაღნიშნულ განხორციელებულ ღონისძიებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ
დაწესებულებამ 2023-2024 სასწ. წელს შემუშვებული სკოლის განვითარების ერთწლიანი
სამოქმედო გეგმიდან უმეტესწილად შეასრულა დაგეგმილი ღონისძიებები, შეასრულა დასახული
ამოცანები და მიაღწია სტრატეგიული მიზნების შესრულებას.