გასვლითი გაკვეთილი, ციფრულ მუზეუმში

„სკოლა–ლიცეუმ  ლამპარის“ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ გასვლითი გაკვეთილი „ციფრულ მუზეუმში“. სივრცეს ვესტუმრეთ 15ოქტომბერს. ამ აქტივობაში გაერთიანებული იყვნენ მე2,მე3, მე4, მე5 და მე6 კლასის  მოსწავლეები. რადგანაც მოსწავლეების ნაწილი უკვე იცნობდა თემა „კოსმოსს“ ბუნებიდან,ნაწილი კი შესწავლის პროცესში იყო, გადავწყვიტეთ წავსულიყავით აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც ძირითადი თემა იყო კოსმოსი და გალაქტიკები. ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ და უყურებდნენ კოსმოსის ულამაზეს სურათებს. მათ მიიღეს უამრავი ახალი ინფორმაცია და დადებითი ემოციებით დამუხტულებმა დატოვეს ციფრული სივრცე. ამ პროექტს ჰქონდა შემეცნებითი და საგანმანათლებლო სახე. გამოფენას თან ახლდა თხრობითი გახმოვანება,რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ყოველივეს.