დირექტორის მილოცვა

ლამპარელებო” და არა მარტო თქვენ, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! რა გამორჩეული, რა სიამის მომგვრელია ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი , მერამდენედაც უნდა დაირეკოს იგი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მათთვის,ვისთვისაც იგი პირველად ირეკება. პირველკლასელებო! გილოცავთ ცოდნის ტაძრისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. გახსოვდეთ, არაფერია უფრო მშვენიერი, ვიდრე რწმენასა და ცოდნასთან ნაზიარები სული. გფარავდეთ ღმერთი თქვენცა და თქვენს მოძღვართაც! პირველკურსელებო, ზოგადად, ახალგაზრდებო! თქვენი შემწეობით უნდა აღზევდეს ჩვენი მამული, აყვავდეს და აღორძინდეს დედასამშობლო. არასოდეს დაგეკარგოთ მისი სურნელით თრობის სურვილი. თქვენმა პატრიოტულმა შემართებამ, მამულიშვილობამ უნდა აღაფრთოვანოს მთელი მსოფლიო, დაანახოს ქართველი კაცის ღვთისნიერება, სიბრძნე, სიკეთე, მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭი. ამას კი ჩემო კარგებო,მხოლოდ სწავლით, შრომითა და რწმენით მიაღწევთ. წარმატებით, მტკიცედ, შეუპოვრად და რწმენით გევლოთ რთულსა და საპატიო ცხოვრების გზაზე მწვერვალების დასაპყრობად! ჩვენ კი, პედაგოგები ,კვლავაც ლამპრადანთებულნი გაგინათებთ გზას ცოდნის ტაძრისაკენ და ასე მოვიხდით “საღმრთო ვალს” ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე!

ამინ!