2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში:
15 სექტემბერი ” ცოდნის დღე” საფეხური —– დაწ, საბაზო , საშუალო
მოსწავლები წარმატებით მონაწილეობდნენ ინტელექტუალურ შეჯიბრში ,,ტვინების ბრძოლა“. ————- საფეხური : დაწ, საბაზო , საშუალო
- ექსკურსიები : ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საქართველოს ხელოვნების და კულტურის ისტორიის მუზეუმში საფეხური — დაწყებითი, საბაზო
- სკოლაში ,,მასწავლებელი პროფესიის პოპულარიზაციის“ მიზნით არაერთი აქტივობის განხორციელება, მათ შორის მოსწავლეებმა მოირგეს მასწავლებლების როლი და ჩაატარეს გაკვეთილები; საფეხური — საშუალო. დაწყებითი
- შემოდგომის გაცილება და ახალი წლის ზღაპარი საფეხური : სამივე
- 7 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნება! ,,სკოლა– ლიცეუმი ლამპარი” შეუერთდა გამოწვევას: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ყველა კლასში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა.მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი ამონარიდები,ლექსები,ისაუბრეს წიგნებზე,ავტორებსა და კითხვის მნიშვნელობაზე.
- 10 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით ,,სკოლა–ლიცეუმ ლამპარში” გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული!
10.04.- მე-7 კლასი –ლიტერატურული კომპოზიცია ,,სამშობლო უფრო ღრმადაა”…
11.04-მე-8 კლასი –უძველესი ქართული ხელნაწერები.
12..04- მე-5 კლასი– პროექტი ,,იავნანამ რა ჰქმნა?!” მე-6 კლასი– შოთა რუსთაველი და მისი ,,ვეფხისტყაოსანი”(ვიქტორინა)
15 .04. –მე-9-მე-10 კლასები – ,,ასე უყვარდათ საქართველოში” 16.04.-მე-11-მე-12 კლასები –დისკუსია –დანაშაული და სასჯელის ფორმა (,,ხევისბერი გოჩა”, ,,გამზრდელი”, ,,დიდოსტატის მარჯვენა”)… 17.04-1-ელი–მე-2-მე-3 კლასები-,,დედა ენა ჩვენი სიმდიდრეა”.
- 22 აპრილი დედამიწის დღე -“სკოლა–ლიცეუმ ლამპარში“
“ჰაერის დაბინძურება, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გლობარული პრობლემები” იყო მერვე კლასელთა პრეზენტაციის თემა .
მოეწყო ნახატების გამოფენა ‘ დედამიწა ჩემი სახლია”
- სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდა ქიმიკოსის დღის აღნიშვნა. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით სასკოლო პროექტი ჩატარდა ქიმიაში. მეორე დღეს კი “ქიმიური სტარტების “პროგრამით “სკოლა–ლიცეუმ– ლამპარის” მერვე და მეცხე კლასის მოსწავლეები ესტუმრენ ექსპერიმენტორიუმს. პროგრამის მსვლელობისას ჯგუფი დაიყო ორ გუნდად, რომლებიც ერთმანეთს ქიმიური ცდების ჩატარების სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ .
- 26 მაისი–საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! . ამ დღეს მიუძღვნეს მეათე კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი ,,გუნდა“.
მათ სცენაზე გააცოცხლეს საქართველოს მტკივნეული ისტორია. გააბეს ის უხილავი სიყვარულის ძაფები,რომლებიც აფხაზეთთან გვაკავშირებს. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ,რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ოკუპირებული ტერიტორიების გზაზე გადის. აფხაზეთი საქართველოა!
- “ ბოლო ზარის “ ღონიძიება
- წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოეწყო სასწავლო–შემოქმედებითი ექსკურსია სახლ–მუზეუმებსა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში