შპს“ სკოლა -ლიცეუმ ლამპარის“
მისია, ხედვა, ღირებულებები
მისიაა:
აღზარდოს მოსწავლეები პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად, მისცეს მათ ზოგადი განათლება მდგრადი განვითარებისთვის, ხელი შეუწყოს მოსწავლის ინტერესების გამოვლენას, გარემოზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვის, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური, ტოლერანტული დამოკიდებულების ფორმირებას, სამეწარმეო უნარების, დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებას თავისუფალი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების წახალისებით.
მისია მიიღწევა ჯანსაღი და უსაფრთხო სასკოლო გარემოს ფორმირებით, სადაც სასკოლო საზოგადოება ორიენტირებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვაზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა
სკოლის ხედვა დაეფუძნება პრინციპს, რომ იყოს მუდმივ განათლებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი.
სკოლის ხედვით უნდა მოხდეს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს, როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები
ინკლუზიური გარემო – ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური
დამოკიდებულებაა, ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში.
მრავალფეროვნება – ჩვენ ვიცით და ვიაზრებთ სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებასა და გაკვეთილების დაგეგმვის, სწავლების და შეფასებისას ვითვალისწინებთ ამას.
გამჭირვალობა და საჯაროობა – ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში.
კოლეგიალობა – ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის.
ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთქმედება – ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება. ამისათვის უმნიშვნელოვანესი ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ინტეგრაცია.