ბოლო ზარი

კიდევ ერთი, უკვე 29-ე ბოლო ზარი დაირეკა „სკოლა-ლიცეუმ ლამპარში“. განსაკუთრებულმა ჟრიამულმა მოიცვა სკოლის დერეფნები. სიხარულის და სევდის ნაზავი იყო ეს ჟრიამული. აფერადდა თეთრი პერანგები მილოცვებით, კეთილი სურვილებით და დაიწყო „ბოლო ზარის“ დღესასწაული. ეს ხომ ცხოვრების ერთი ულამაზესი ეტაპის, მოსწავლეობის დასასრული და ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ მიმავალი, მომავლის გრძელი,შეუსწავლელი მოგზაურობის დასაწყისია.

იარეთ მხოლოდ წინ და არასოდეს დაიხიოთ უკან. თქვენ ძლიერი ძალის ბედნიერი მფლობელები ხართ. ენთუზიაზმი, თავდაჯერებულობა, გულწრფელობა, პასუხისმგებლობა, მეგობრობა და ცოდნა. ესაა ძალა, რომელიც სასურველ სიმაღლეებამდე მიგიყვანთ. თქვენ წილად გხვდათ იცხოვროთ დიდი ცვლილებების დროს, როდესაც განათლება, ინტელექტი, კრიატიულობა და ნიჭი გადამწყვეტი გახდა. წარმატებას გისურვებთ რთულ, მაგრამ ძალაინ საინტერესო გზაზე! წინ დიდი მიზნებისკენ! წერეთ თქვენი ცხოვრების ლამაზი ისტორია უკვე დამოუკიდებელმა პიროვნებებმა, რომლებიც პასუხს აგებთ საკუთარ ქმედებებზე. „ლამპარის“ შუქი გინათებდეთ ნათელი მომავლის გზას!

გახსოვდეთ, „ლამპარში“ მუდამ სიხარულით გელით და ყოველთვის გქონდეთ ჩვენი თანადგომის იმედი. ძალიან გვიყვარხართ! მოგვენატრებით!