„სკოლა-ლიცეუმ ლამპარის“ ფიზიკისა და ისტის პედაგოგი ქეთევან სეფიაშვილი (მენტორი) და მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მამაიაშვილი აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო პროექტში „Technovation Girls 2023“, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ალტა უნივერსიტეტია. ხოლო მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტო და TAMA მასწავლებელთა ასოციაცია.

21 მაისს გაიმართა კონკურსი X-XII კლ. მოსწავლეებში. „სკოლა-ლიცეუმ ლამპარის“ მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ მამაიაშვილმა (მენტორი: ქეთევან სეფიაშვილი) წარმატებით წარადგინა საკუთარი ინოვაციური პროექტი: „Solve the poverly“, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას შეეხება. პროექტმა დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა. კონკურსს ხელმძღვანელობდა ალტა უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დიხამინჯია.

წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს და მის მენტორს, ქალბატონ ქეთევანს. იმედია გააგრძელებენ პროექტს და პრაქტიკაში განახორციელებენ.