უმაღლესი განათლების საფეხურები და ბოლონიის პროცესის მნიშვნელობა.

შპს,,სკოლა-ლიცეუმ ლამპარში”   თოთხმეტ ოქტომბერს  ჩატარდა  პროფესიული  ორიენტაციისა და კარიერული   წინსვლის  განვითარებისათვის  დაგეგმილი გაკვეთილი  მეთერთმეტე  კლასში.

გაკვეთილის თემა:-უმაღლესი განათლების საფეხურები და ბოლონიის პროცესის მნიშვნელობა.

მიზანი:       უმაღლესი სასწავლებლების სახეებისა და ბოლონიის პროცესის გაცნობა და ევროპული განათლების დანიშნულების გააზრება.

გაკვეთილის შინაარსი:”ბოლონიის პროცესი ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მომზადებული მასალა.ისაუბრეს  უძველეს საგანმანათლებლო კერებზე,ბოლონიის უნივერსიტეტზე,შექმნილ დეკლარაციაზე და საქართველოში ბოლონიის პროცესის განვითარებაზე. საერთაშორისო უნივერსიტეტებზე ,გაცვლით პროგრამებზე. აღნიშნეს,რომ მნიშვნელოვანია  ერთიანი ევროპული განათლება და ტექნოლოგიური მიმართულების განვითარება.