შპს ,,სკოლა-ლიცეუმ ლამპარში” 27 იანვარს ჩატარდა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის განვითარებისათვის დაგეგმილი გაკვეთილი მეთერთმეტე კლასში.

მოვიწვიეთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული  მოსწავლეები (ვახო ფაცაცია და ნინო მგალოლიშვილი).მათ ისაუბრეს თავიანთ არჩევანზე . როგორ მიიღეს გადაწყვეტილება, რა გაითვალისწინეს, რამდენად სწორი აღმოჩნდა მათი  არჩევანი. ასევე  როგორ დასაქმდნენ სწავლის პროცესშივე და როგორ უშაობენ იმისათვის ,რომ განვითარდნენ პროფესიულად.

გააცნეს მოსწავლეებს პროფესიათა სამყარო, ცალკეული პროფესიის თავისებურებანი და ის მოთხოვნები. რომელთაც იგი უყენებს მომუშავეს, აგრეთვე ამ პროფესიით დასაქმების შესაძლებლობანი. ისაუბრეს  ასევე სირთულეებსა და გადალახვის გზებზე.

   მოსწავლეემა დასვეს შეკითხვები და მიიღეს გულწრფელი პასუხები.

 შეხვედრა საინტერესო იყო. თბილი გარემო, ყურადღებიანი ურთიერთდამოკიდებულება და , რაც მთავარია,შეხვედრამ დააფიქრა მოსწავლეები , იმაზე, რომ უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი, რომელიც დაეფუძნება შესაძლებლობებს, ინტერესსა და საქმის სიყვარულს.