პირის ღრუს პოსტ კოვიდური კვლევა

შ.პ.ს. სკოლა ლიცეუმმა „ლამპარმა“ საქართველოს უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობა მიიღო კვლევაში, რომელიც ჩატარდა თბილის მაშტაბით საჯარო და კერძო სკლებში. კვლევის მიზანია პოსტ-კოვიდურ პერიოდში 7 დან 12 წლამდე ბავშვებში პირის ღრუს ნერწყვის მიკრობიომის შესწავლა, პირის ღრუს ჯანმრთელობის ინდიკატორების გამოთვლა , პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანების ელემენტების ობსერვაცია და ნერწყვის მიკრობიომის ცვლილებეთან მათი ასოციაციის განსაზღვრა. კვლევაში გათვალისწინებული იყო საინფორმაციო-სასწავლო კამპანიაც, მოსწავლეებმა მოისმინეს პირის ღრუს მოვლის და ჰიგიენის ნორმები, მიიღეს რეკომენდაციები ჯანსაღ კვების რეჟიმთან დაკავშირებით და მიეცათ საშუალება სასწავლო მულაჟებზე დაუფლებოდნენ სწორი ხეხვის ტექნიკის მანუალურ უნარ -ჩვევებს. კვლევა ჩატარდა საქრთველოს უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტის, ასევე კლინიკა „უნივერს დენტალის“ ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი თერაპევტის ლიკა მანიას ხელმზღვანელობით და კვლევაში ჩართული თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მკვლევარი სტუდენტების დახმარებით.