თავი I
ზოგადი გებულებები
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები.
წინამდებარე დებულებები განსაზღვრავს დებატების კლუბის მუშაობის ზოგად პრინციპებს/ საქმიანობის მიმართულებებს. კლუბის ლიდერის, წევრების უფლება-მოვალეობებს. ასევე დებატების კლუბის შედეგებს.
მუხლი 2. დებატების კლუბის მიზნები და ამოცანები
დებატების კლუბის მთავარი მიზანია:
- ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური აქტივობების ხელშეწყობა.
- ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში.
- ახალგაზრდებში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დისკუსია/დებატებში გამოყენების ხელშეწყობა.
- სამოქალაქო განათლების სტანდარტში არსებული მიზნების პოპულარიზაცია და მათ შესახებ ცნობიერების ამაღალების ხელშეწყობა მოსწავლეებში.
- სკოლასა და საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე პასუხების ძიება დებატებისა და საჯარო განხილვების გზით.
- დებატებიში საკუთარი პოზიციის სრულფასოვნად და დამაჯერებლად წარმოჩენისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
- განათლებისა და ინფორმირების მდგრადი გარემოს ხელშეწყობა.
მუხლი 3. დებატების კლუბის ფუნქციები
1.1 დებატების კლუბს აქვს ფუნქცია სწავლების პროცესში წამოჭრილი სადისკუსიო თემების საჯარო განხილვის.
ა. საჯარო დებატების გზით განიხილოს სკოლის წესდებაში შესატანი ცვლილებები
ბ. ხელი შეუწყოს მოსწავლეების ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესთ დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
გ. საკოლის თვითმართველობის არჩევნებზე მისცეს კანდიდატებს პლატფორმა წინა საარჩევნო დებატებისთვის.
დ. მოსწავლეებისთვის აქტუალური სხვადასხვა სასწავლო თემების ირგვლივ მოაწყოს საჯარო დისკუსია.
ე. ქვეყანაში, ან ქვეყნის გარეთ არსებულ აქტუალურ საკითხებზე მოაწყოს დებატები.
ვ. სასწავლო პროგრამებში არსებული საკითხების სხვა და სხვა კონტექსტებთან დაკავშირება და საფუძლიანი შესწავლა.
1.2 დებატების კლუბის მოვალეობები:
ა. განსჯა
ბ. განხილვა
გ. თემების შერჩევა
დ. დებატების ორგანიზება
ე. დაინტერესებული მოსწავლეების მოძიება
ვ. კლუბის პოპულარიზაცია
ზ. კლუბის განვითარების ხელშეწყობა
მუხლი 4. დებატების კლუბის მოღვაწეობის პრიციპები
დებატების კლუბის მოღვაწეობა ეფუძვნება შემდეგ პრიციპებს: სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, მრავალფეროვნებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას, დამუკიდებლობასა და კოლეგიალურობას.
დებატების კლუბი იუმშავებს ორი ძირითადი ჯგუფი:
- დებატების ორგანიზატორთა ჯგუფი
- საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი
თითოეული ჯგუფი გადაწყვეტილებებს აქტივობების დაგეგმვასთან დაკავშირებით მიიღებს კლუბის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ.
დებატების ორგანიზატოთა ჯგუფი გაუწევს ორგანიზებას დებატებს. დებატებში მონაწილეობის მსურველებს გაუწევს კონსულტაციას წესებთან დაკავშირებით, დაეხმარება მათთვის სასურველი ფორმატის შერჩევაში და აგრეთვე მათ ექნებათ ფასილიტატორის ფუნქცია. დებატების ორგანიზატორთა ჯგუფის წევრი გაუძღვება დებატებს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი გაავრცელებს იმფორმაციას დებატების თარიღისა და დროის შესახებ, აგრეთვე მოიძიებს დებატებში მონაწილეობის მსურვლებს. მართავს სოციალურ მედიას სადაც გამოქვეყნებს დებატების კლუბთან დაკავშირებულ იმფორმაციას. საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი ხელს შეუწყობს კლუბის წევრებსა და აორგანიზატოთა ჯგუფს შორის კომუნიკაციას.
წევრთა უფლება მოვალეობანი
ა) დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 6. სამოქალაქო კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;
ე) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
ვ) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
ზ) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
თ) ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების პროგრამების მუშაობას სკოლის ადმნისტრაციასთან ერთად;
ი) უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიების, დებატების ორგანიზების, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და სათემო პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული აქტივობების და სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზება;
კ) თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
ლ) ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვვში
თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს დებატების კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
- კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
- კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
- კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.
- სამოქალაქო კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება) პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის სასწავლო სემესტრს;
ბ) სამოქალაქო კლუბი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
გ) კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
დანართი–
სასკოლო–სასწავლო გეგმისთვის
—————————- კლუბი
სკოლის დასახელება: | სკოლა-ლიცეუმ ლამპარი |
პროგრამის დასახელება: | აგორა |
პროგრამის ტიპი: | კლუბური მუშაობა 7-11 კლასები |
პროგრამის ხანგრძლივობა: | 2022-2023ს/წ. |
სწავლების ენა: | ქართული |
პროგრამის შემუშავების თარიღი და განახლების საკითხი: | 01.10. 2022-2023 ს/წ. |
პროგრამაზე დაშვების მოთხოვნები, წინაპირობები | |
მოსწავლის მოტივაცია, წინაპირობების გარეშე | |
პროგრამის ანოტაცია | |
პროგრამა შედგება ლექცია-სემინარების კურისისა და საჯარო დებატებისგან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დებატების კლუბის წევრები, აგრეთვე არაფორმალური სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება თამაშისა და შეჯიბრებითობის ფორმატი, რაც თავის მხრივ სახალისოს გახდის ცოდნის მიღების პროცესს. პროგრამა მოიცავს ღირებულებით დილემებზე დაფუძნებულ ცოდნის მიღებს მეთოდს, რაც კონსტრუქტივისტული განათლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. | |
პროგრამის მიზანი პროგრამა მიზნად ისახავს, სკოლაში არაფორმალური სწავლების მეთოდების ხელშეწყობას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სასკოლო გარემოში შექმნას სივრცე, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თვითმართველობის პრინციპზე, სადაც სხვა და სხვა ასაკისა და მიდრეკილებების მქონე მოსწავლეები მიიღებენ გუნდურად მუშაობის გამოცდილებასა და ღირებულებით განათლებას. | |
ძირითადი უნარ–ჩვევები, რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს პროგრამა | |
კურსის დასრულების შემდგომ მოსწავლე: მოსწავლე შეძლებს საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბებასა და ლოგიკურად გამართული არგუმენტებით დამტკიცებას.მოსწავლეს გამუმუშავდება დისციპლინა და დროის კონტროლის უნარი.მოსწავლე შეძლებს განსხვავებული აზრის მოსმენასა და საკუთარი პოზიციის კრიტიკულ ანალიზს.მოსწავლე შეძლებს გუნდურ მუშაობას.მოსწავლეს ჩამოყალიბდება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებზე დამყარებული ღირებულებები | |
ძირითადი თემები | |
ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზოგადი შესავალი დებატების კულტურისთვისკარლ პოპერის დებატების ძირითადი ელემენტებიმტკიცებითი პოზიციის ფორმირებადებატებთან დაკავშირებული ცნებების განმარტებაუარყოფილი პოზიციის ფორმირებადებატების შეფასების კრიტერიუმის გაცნობასაჯარო დებატების გამართვა | |
სწავლების მეთოდები |
ლექცია/სემინარი ვერბალური მეთოდი, პრაქტიკული მეთოდი, დისკუსია/დებატები, დემონსტრირების მეთოდი. |