ქართული ენა-ლიტერატურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს გახსნის 11 აპრილს.წარმოგიდგენთ დაგეგმილ აქტივობებს:
11.04.22
კალიგრაფიის კონკურსი -I-IV -კლასები;
გააზრებული კითხვა -III კლასი;
12.04.22
პოეზიის შუადღე – ,,თაობათა შეხვედრა”-VIII კლასი;
13.04.22
რუსთველის ენა(პრეზენტაცია) -V-VI კლასები;
,,მოგზაურობა აფრიკაში”(კომპლექსური დავალება)-IXკლასი;
14.04.22
,,დედა ენა, ჩვენი ცოდნის ლამპარი”-ლიტერატურული კომპოზიცია-I-IIკლასები;
ვიქტორინა-IV ;
15.04.22
,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”-VII კლასი
18.04.22
ინსცენირება ,,ომობანა” (ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით)-
X-XI კლასები.
პედაგოგები: ნინო გიორგაძე,ნინო ნოზაძე,მაკა ფორჩხიძე,ლანა გოგიშვილი ,მანანა მაძღარაშვილი.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ყოველი დღე დატვირთული იყო საინტერესო ,შემოქმედებითი და მრავალფეროვანი აქტივობით .დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ლამაზი ნაწერით, ლექსებითა და სიტყვებით მოეფერნენ დედაენას.ისაუბრეს, თუ რა განსაცდელი გამოიარა დასაბამიდან დღემდე, რომ დღესაც უდიდესი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
ჩატარდა ვიქტორინა, პროექტები: ,,ომი-არა”, ,,რუსთველის ენა”,პოეზიის შუადღე -,,თაობათა ცვლა”.მ ე-7 კლასის მოსწავლეებმა დადგეს მინი -სპექტაკლი ,,ორნი აქა-იქ”.ბავშვებმა როლური თამაშით კიდევ ერთხელ გაგვახსენეს ცხრა აპრილი.
კვირეული დაიხურა სპექტაკლით ,,ომობანა”,რომელმაც გააცოცხლა საქართველოს უახლესი წარსული და უკრაინის ომის ტკივილიც ასახა.