სტრატეგიული გეგმის ანგარიში
2018-2023 სასწავლო წლების
განვითარების სტრატეგიული გეგმის ანგარიში
სკოლაში 2018 წელს შემუშავდა 2018-2023 სასწავლო წლების განვითარების სტრატეგიული
ექვსწლიანი გეგმა. სტრატეგიული გეგმა, წარმოადგენს სკოლის დოკუმენტს, რომელიც
დეკლარირებული მიზნების მისაღწევად ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული
ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტურ მუშაობას.მასში გაწერილია სასწავლებლის
მატერიალური, სასწავლო თუ ადამიანური რესურსის განვითარების გეგმა მომდევნო ექვსი
წლის განმავლობაში. 2018-2023 სასწავლო წლების სტრატეგიული განვითარების ექვსწლიანი
გეგმა მოიცავს ყველა საკითხსა თუ პრობლემას, რომლის გადაჭრის აუცილებლობაც იდგა
მიმდინარე პერიოდში, ასევე, მასში მოცემულია სასწავლებლის განვითარების გრძელვადიანი
ხედვა, მიზნები და ძირითადი ამოცანები. ექვსწლიანი გეგმა მოიცავს სასწავლებლის მისიას.
2018-2023 სასწავლო წლების სტრატეგიულ გეგმაშია ღწერილია განსახორციელებელი
ამოცანები და განხორციელების გზები წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, კერძოდ,
სასწავლებლის სტრატეგიული განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები
იყო:
✔ პოზიტიური სასწავლოგარემო
✔ კვალიფიციურიკადრები და სწავლების თანამედროვე მეთოდები
✔ მატერიალური ბაზა და ტექნოლოგიები
სკოლის მთავარი პრიორიტეტი იყო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლოსააღმზრდელო პროცესებისა და სამუშაო გარემოს ორგანიზება.
სკოლამ შეიმუშავა პირველი პრიორიტეტით განსაზღვრული საკანონმდებლო ბაზა: სკოლის
შინაგანაწესი, დებულებები, სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საჭირო დოკუმენტაცია, რომლებშიც
პერიოდულად ხდებოდა ცვლილებების შეტანა.
სკოლა ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე შეიმუშავებდა ერთწლიან სამოქმედო გეგმას და
სასკოლო-სასწავლო გეგმას.
სკოლის მართვა ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად. სკოლის
სტრუქტურა მოიცავს პარტნიორთა კრებას, დირექციას, სასწავლებლის ადმინისტრაციას,
პედაგოგიურ საბჭოსა და ტექნიკურ პერსონალს.
პარტნიორთა კრება წარმოადგენს სკოლის უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომლის
ფუნქციები განსაზღვრულია სასწავლებლის წესდებით. გადაწყვეტილებას სასწავლებლის
სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს სკოლის დირექტორი.
სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია დასაქმიანობის წესი განისაზღვრება
სასწავლებლის შინაგანაწესით და დირექტორის მიერ დამტკიცებული სხვადასხვა
სტრუქტურული ერთეულის დებულებებით.
სკოლის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სწავლასწავლების ხარისხის ამაღლება, რაც გულისხმობს მოსწავლეებისათვის თანამედროვე
მოთხოვნათა შესაბამისი განათლების მიცემას, კრიტიკულად აზროვნების, ანალიზის,
პრაქტიკული უნარების, აგრეთვე საკუთარ საქმიანობაში ტექნოლოგიების წარმატებით
გამოყენების უნარების განვითარებას.
სკოლაში ყოველწლიურად ხდება მასწავლებლის საგნობრივი პროგრამებისა და თემატური
გეგმების დამუშავება/განახლება. მიმდინარე სასწავლო წლიდან კი ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრულ ყველა საგნში შემუშავდა კურიკულუმები.
სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, შპს სკოლაში შემუშავებულია
‘’სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმები’’,
რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმის ეფექტიანობის შეფასებას და შემდგომი
გაუმჯობესების გზების განსაზღვრას. აღნიშნული ითვალისწინებს სწავლა- სწავლების
ხარისხის ამაღლებასა და გაკონტროლებას. სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების,
განხორციელების, შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესი შედგება შემდეგი ციკლისაგან:
დაგეგმე – განახორციელე – შეამოწმე – განავითარე.
სასწავლო პროცესის შეფასება ხდება გაკვეთილებზე დასწრების, მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრების, კათედრის ხელმძღვანელთა მიერ წარმოდგენილი მუშაობის ანგარიშების
საფუძველზე. კათედრებზე საგნობრივი სწავლების ანალიზისა და კლასების მიხედვით
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ანალიზის საფუძველზე ვლინდება კათედრის მუშაობის
ძლიერი და სუსტი მხარეები. შემდგომ ეს შედეგები წარედგინება დირექციას. თითოეული
კათედრა გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად სახავს ამოცანებს ახალი სასწავლო
წლისთვის.
თითოეული კათედრა გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად სახავს ამოცანებს ახალი
სასწავლო წლისთვის.
სკოლაში მოქმედებს მონიტორინგის სისტემა, რომელიც იძლევა სასწავლო პროცესის
შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების დაგეგმვის შესაძლებლობას. გადაწყვეტილებები
სასკოლო სასწავლო გეგმაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე განიხილება
რეგულარულ შეხვედრებზე კონსულტაციების გზით.
სკოლაში ასევე ტარდება მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვები.
შემუშავებულია პედაგოგთა და სასწავლო პროცესის შეფასების კითხვარი. შეფასების ანალიზი
მუშავდება და კონფინდენციალურად განიხილება ცალკეულ პედაგოგთან. შეფასების ზოგადი
დადებითი და უარყოფითი ტენდენციები განიხილება პედაგოგთა და ადმინისტრაციის
შეხვედრებზე, ისახება პრობლემის გადაჭრის გზები.
აღნიშნული გამოკითხვები ხელს უწყობს მოსწავლეთა საჭიროების გამოვლენას.
მოსწავლეთა საჭიროებების დადგენით, სკოლა ზრუნავს სასკოლო-სასწავლო გეგმის
გაუმჯობესებასა და შესაბამისად, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე.
სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ ეროვნულ და სხვადასხვა კერძო
ოლიმპიადებში, კონფერენციებში, აქტიურად არიან ჩართულები როგორც სასკოლო, ასევე
სკოლისგარეშე პროექტებში.
რაც შეეხება სააღმზრდელო პროგრამას, სასწავლებელს შემუშავებული აქვს სადამრიგებლო
პროგრამა, სადაც გაწერილია კლასის დამრიგებლის მუშაობის მიზნები, მოვალეობები,
სადამრიგებლო სააღმზრდელო მუშაობის პრინციპები და მიმართულებები.
დამრიგებლის მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულმიზნებს და ხელს უწყობს
მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა
თუ წრეში; ასევე, ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას,
უვითარებს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო
ცნობიერებას და ეხმარება მოსწავლეებს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე
საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში, აკადემიური თუ სხვაპრობლემი
სგადაჭრაში.
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა ემყარება შემდეგპ რინციპებს:
1.აღზრდისმთლიანობა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების
ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) დაემოციურ-სოციალურიგანვითარებისაკენ;
სააღმზრდელო მუშაობის მთავარი ამოცანა ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის
აღზრდაა;
2. შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა – ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი
დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად,
დამრიგებლი სფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა
დაშესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
- მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება –
დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ
მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და
ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა
გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
4.მოსწავლეთა ჩართულობა – სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს
ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში
წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას;
5.თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა
ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. დამრიგებლის
მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა. - მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის
პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების
გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა.
სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული სტანდარტული მოდელით, თუმცა საათობრივ ბადეში განსაზღვრულია
დამატებითი სავალდებულო საგნები.
სკოლის მოსწავლეთა სურვილისამებრ, სკოლის ბიუჯეტის ფარგლებში ან ფასიანი
მომსახურების სახით, სკოლა ყოველწლიურად სთავაზობს მოსწავლეებს ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო
მომსახურებებს.
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი.
სკოლაში არის შესაბამისი ადაპტირებული გარემო.
სკოლის ერთ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია უსაფრთხო, კარგად დისციპლინირებული
გარემოს შექმნა
ჯანსაღი გარემოს შექმნის კუთხით სკოლა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა
ღონისძიებებს. სკოლაში არის კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და
თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული
წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას;
მასწავლებლები ცდილობენ დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას. ირიდებენ
კონფლიქტურ სიტუაციებს. მაგალითს აძლევენ მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი
უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაში. ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი
შესაძლებლობები და პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას.
სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს პოზიტიურდ მოწესრიგებულ გარემოში, სადაც
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებს, სადაც მოსწავლე არის
დაფასებული და მასწავლებელთან ერთად პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და
განვითარებაზე.
შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, დამონტაჟებულია
უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასწავლებლის შიდა და გარე
პერიმეტრის კონტროლს.
სკოლა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით, სისტემატურად უტარდებათ
მოსწავლეებს ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ.
სკოლაში დანერგილია თანამშრომელთა და მოსწავლეების გამოცხადების კონტროლის
ელექტრონული აღრიცხვის სისტემა.
მოსწავლეებთან ხშირად ტარდება შეხვედრები ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის
მიზნით. სკოლაში ტარდება სხვადასხვა სპორტული აქტივობები. 2018 წლიდან
რაც შეეხება მატერუალურ-ტექნიკურ ბაზას, არსებული სკოლის შენობის კეთილმოწყობა და
განახლება ყოველ ზაფხულს მიმდინარეობდა.
სკოლა უზრუნველყოფილია სათანადოდ აღჭურვილი საკლასო ოთახით. საკლასო ოთახებში
განთავსებულია შესაბამისი საფეხურის მოსწავლისთვის საჭირო მერხები, დაფები და სხვა
საგანმანათლებლო რესურსები. სკოლას 2018-2023 წლის განმავლობაში, დაემატა აგრეთვე
ვიდეოკამერები. სკოლის ინვენტარის განახლება და შეძენა ყოველწლიურად ხდება.
სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიების განალება, ქიმიური რეაქტივების
შეძენა სისტემატურად ხდებოდა.
სსკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. რომელიც შედგება მდიდარი წიგნადი ფონდისგან.
ბიბლიოთეკაში არის სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა კლასის
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები, დამხმარე სახელმძღვანელოები. გრიფირებაში
არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გაიზარდა.
ეზოში არის ღია მცირე ზომის სპორტული მოედანი. სკოლა აღჭურვილია სხვადასხვა
სპორტული ინვენტარით: შვედური კედელი, ჩოგბურთის მაგიდები, კალათბურთის ფარები,
ლეიბები, ჰულაჰუპები, ბურთები, ბადმინტონი, ბადე (ფრენბურთის), მხიარული სტარტის
სათამაშო ინვენტარი და სხვა.
სკოლას აქვს სასკოლო-სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისთვის
აუცილებელი საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგები.პერსონალური კომპიუტერები,
ნოუთბუქები, პროექტორები, პრინტერები და ა.შ
სკოლაში ფუნქციონირებს კვების პუნქტი (სასადილო) რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო
ინვენტარით. სასადილოში ყოველწლიურად ტარდება რემონტი.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მოხდა ექიმის კაბინეტის განახლება ახალი
სტანდარტების მიხედვით, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების ბრძანებების საფუძველზე.
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება სკოლის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი
პრიორიტეტია, 2019 წელს შეიქმნა ,,ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის
ჯგუფი“, რომელიც აკვირდება საგაკვეთილო პროცესებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს,
შესაბამისად, განსაზღვრავს მასწავლებლების პროფესიულ საჭიროებებს და გეგმავს
ტრენინგებს.
სკოლა ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით მათ მონაწილეობას
ტრენინგებზე, სემინარებზე. ახორციელებს ამ მიზნით სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებს.
სკოლას შემუშავებული აქვს თვითშეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმები, სისტემატურად
ხდება მათი გადახედვა და გაუმჯობესება,,ხარისხის განვითარებისა და პროფესიული
მხარდაჭერის ჯგუფის“ მიერ. მუდმივად ხდება ჩატარებული გაკვეთილების ხარისხის შეფასება,
პედაგოგთა შეფასება. სისტემატურად ხორციელდება ურთიერთდასწრება.
სკოლაში ეფექტურად მოქმედებს ,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი, რომელიც
ფოკუსირებულია კოლეგიალური ურთიერთობების განვითარებაზე, თანამშრომლების
ძლიერი და ასუსტი მხარეების დადგენაზე. ეს მასწავლებლების პროფესიული ზრდისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სკოლაში მოქმედებს თანამშრომელთა წახალისების სისტემა. ყოველი სასწავლო წლის
ბოლოს წარმატებული პედაგოგები ჯილდოვდებიან ფულადი პრემიით, მადლობის სიგელით
და ა.შ.
სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მშობლები აქტიურად არიან ჩართულები. ეს
აერთიანებს მშობლებს და მასწავლებლებს, რათამათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი
მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. მშობლები აქტიურად მონაწილეობენ
რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის
სხვადასხვა ღონისძიებებში. ეს კი დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე,
მასწავლებლებზე, მშობლებზე და მოსწავლეებზე. უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა
მომავალშიც დაინტერესებული იქნება მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით.