სკოლის დებულება

I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო

ეს დებულება აწესრიგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების – შპს სკოლა ლიცეუმი ლამპარის (შემდგომში – სკოლა) საგანმანათლებლო საქმიანობას, სკოლის მართვის პრინციპებსა და წესებს. 

მუხლი 2. სკოლის სტატუსი

1. სკოლა არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე  ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. 

2. სკოლის სრული სახელწოდებაა: შპს სკოლა ლიცეუმი ლამპარი

3. სკოლის მისამართია: საქართველო, თბილისი, კალოუბნის ქ. N10, საფოსტო ინდექსი – 0182

4. სკოლაში  სწავლების ენა არის ქართული.

5. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებით, სკოლის შინაგანაწესით, ამ დებულებით და დაწესებულებაში გამოცემული სხვა აქტების საფუძველზე.       

 6. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

7. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ემბლემა, ლოგო, ბეჭდები, შტამპი, ტიტულოვანი ფურცელი, საბანკო ანგარიში და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა; სკოლის საიდენტიფიკაციო კოდია – 208148930

8. სკოლაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციები. 

მუხლი 3. მიზნები,  სკოლის უფლებამოსილება, საქმიანობის საგანი

1.სკოლის მიზნებია:

ა) ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, ტოლერანტი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა. 

გ) ჯანსაღ და უსაფრთხო სასკოლო გარემოში მისცეს მოსწავლეებს  განათლება მდგრადი განვითარებისთვის და აღზარდოს ისინი  მაძიებელ, შემოქმედ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად;

დ) ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარებას და სასკოლო საზოგადოების ინიციატივების წახალისებას; გარემოზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე  ზრუნვის, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის უნარ-ჩვევების ფორმირებას.

2. ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სკოლა უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს სასკოლო სასწავლო გეგმა, მოსწავლეთა შეფასების სისტემა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ბ) შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება/პროგრამები;

გ) შეარჩიოს სწავლება–სწავლის/აღზრდის ფორმები, სასწავლო მეთოდები, სასწავლო რესურსები/საშუალებები, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები;

დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სააღმზრდელო–საგანმანათლებლო  სამუშაოს წლიური გეგმა/პროგრამა და გაკვეთილების განრიგი  (ცხრილი); 

ე) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სკოლის განვითარების პროგრამა/სტრატეგია, პერსონალის სამუშაოს გრაფიკი, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების (გაკვეთილების) განრიგი;

ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დამოუკიდებლად აირჩიოს სასწავლო პროცესის შეფასების სისტემა (ზოგადად შეფასება), ფორმები, მოსწავლეთა შუალედური შეფასების თანმიმდევრობა და პერიოდულობა;

ზ) განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები და უზრუნველყოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, მათ შორის ფასიანი მომსახურება ძირითადი საგანმანათლებლო მომსახურებისგან (სტანდარტს ზემოთ) დამოუკიდებლად, რომელიც განსაზღვრავს სკოლის სტატუსს და თავისებურებას;

თ) განახორციელოს დამატებითი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, სკოლის მიზნებს და ამოცანებს,  რომელიც უშუალოდ კავშირში არ არის საგანმანათლებლო მომსახურებასთან/პროგრამებთან და აღნიშნული საქმიანობა ხელს უწყობს სკოლის ძირითადი ფუნქციის/მიზნების შესრულებას;

ი) ჩამოაყალიბოს ან/და მიიღოს მონაწილეობა საგანმანათლებლო ასოციაციების (ორგანიზციების) შექმნასა და საქმიანობაში;

3. სკოლა ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სკოლის პერსონალის ხელფასის სრული და დროული გაცემა, მოქმედი კანონმდებლობის და შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობების შესაბამისად; 

ბ) უზრუნველყოს სკოლის პერსონალის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები;

გ) უზრუნველყოს სკოლის უძრავი და მოძრავი ქონების სათანადო მდგომარეობაში შენახვა, დროულად შეასრულოს ქონების შეკეთება და რემონტი სკოლის მიზნების და ამოცანების შესაბამისად;

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა პასუხისმგებელია:

ა) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების შეუსრულებლობისათვის;

ბ) სასკოლო–სასწავლო გეგმის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების არასრულად განხორციელებისათვის;

გ) სასკოლო–საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე;

დ) სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებების და თავისუფლებების დარღვევაზე;

ე) ზოგადი განათლების სფეროში არსებული საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დაცვაზე.

მუხლი 4. სკოლის მართვის პრინციპები

1. სკოლა უზრუნველყოფს:

ა)სკოლის გადაწყვეტილებების, სკოლის დირექტორის ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) მასწავლებელთა, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

გ) მოსწავლეთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესის, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) კონკურსების და არჩევნების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას. 

2. სკოლის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

II. სკოლის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 5. სკოლის სტრუქტურა

1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პარტნიორთა კრებას, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, სკოლის ადმინისტრაციას.

2. სკოლაში  პერსონალი დასაქმებულია ორი ძირითადი სტატუსით:

  • შტატით გათვალისწინებული თანამშრომელი (ვადიანი და უვადო ხელშეკრულებით);
  • შტატგარეშე/დროებით დაქირავებული თანამშრომელი (ვადიანი ხელშეკრულებით).

3. სკოლაში დასაქმებული პერსონალის თანამდებობების კატეგორიებია:

  • პედაგოგიური პერსონალი – მასწავლებლები; 
  • ადმინისტრაციული პერსონალი;
  • მოწვეული პერსონალი; 
  • დამხმარე პერსონალი.

4. მასწავლებლის სტატუსის სახეებია:
ა) უფროსი მასწავლებელი;
ბ) წამყვანი მასწავლებელი;
გ) მენტორი მასწავლებელი

5. პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება: მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სწავლა-სწავლების პროცესში.

6. სკოლის დირექციას მიეკუთვნება – სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, ხოლო ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, საქმისწარმოების მენეჯერი, ბიბლიოთეკარი, ბუღალტერი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი,  ექიმი/ექთანი, ფსიქოლოგი, უსაფრთხოების მანდატურები, იურისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი. 

7. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება ყველა იმ სტრუქტურული/საშტატო ერთეულის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლაში მიმდინარე პროცესების ტექნიკურ მხარდაჭერას – დასუფთავებასა და სანიტარული ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები, დარაჯი და სხვა.

8. სკოლის ყველა თანამშრომელი იზიარებს და აღიარებს სკოლის არმ პოლიტიკას, შინაგანაწესსა  და საკუთარი პოზიციის შესაბამის ფუნქცია – მოვალეობებს.

9. გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს სკოლის დირექტორი. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია, საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებითა ან/და სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

10. სკოლის პერსონალის ფუნქციები გარდა ამ დებულებისა შეიძლება განისაზღვროს ასევე  სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულის დებულებებით, სამუშაოთა აღწერილობებით/სამსახურებრივი ინსტრუქციებით.

მუხლი 6. პარტნიორთა კრება და სკოლის დირექტორი

1. სკოლის მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება. პარტნიორთა საერთო კრება თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს – სკოლის დირექტორს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება. 

2. პარტნიორთა საერთო კრება უფლებამოსილია, გაეცნოს სკოლაში მიმდინარე სასწავლო თუ სხვა პროცესების მიმდინარეობას, მოითხოვოს სკოლაში  მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა; პარტნიორთა საერთო კრების სხვა უფლებამოსილებანი განსაზღვრულია შპს–ს წესდებით.

3. სკოლის დირექტორი: 

ა) ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

ბ) ამტკიცებს სკოლის დებულებას, შინაგანაწესს, საქმისწარმოების წესს, სკოლის ბიუჯეტს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, სამოქმედო და სტრატეგიული განვითარების გეგმებს, სასკოლო ლაბორატორიით სარგებლობის წესს, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მექანიზმებს და სხვა აქტებს;

გ) ამტკიცებს პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესსა და პირობებს; 

დ) ამტკიცებს და  განსაზღვრავს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, იღებს გადაწყვეტილებას სკოლის პერსონალის შრომის ხელშეკრულებების დადება/შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან არაკვალიფიციურობის დადასტურებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე)შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურას და საშტატო განრიგს;

ვ)ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასების წესს; ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს;

ზ) ამტკიცებს სკოლის მისიას; სასკოლო სასწავლო გეგმას;

თ)უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ;

ი) განკარგავს თანხებს სკოლის ბიუჯეტის მიხედვით;

კ)განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ლ)   ზედამხედველობს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს; სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელებას;

მ)აფორმებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებებს მოსწავლეთა კანონიერ წარმომადგენლებთან/მშობლებთან;

ნ)იღებს გადაწყვეტილებას სწავლის საფასურის ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდის ფორმების შესახებ;

ო)უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები;

პ)უფლება აქვს დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის  და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრრისხეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:

პ.ა.) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა;

პ.ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;

პ.გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ  წაქეზებისა;

პ.დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა;

ჟ) შპს–ს პარტნიორთა კრებას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;

რ) იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სტატუსის შეჩერების, აღდგენის, შეწყვეტისა და მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის, ამორიცხვის  და კლასიდან კლასში გადაყვანის, კლასისა და საფეხურის დაძლევის შესახებ;

ს) ნიშნავს კლასის დამრიგებლებს ყოველწლიურად;

ტ) ითანხმებს საგნობრივი კათედრის თავმჯდომარის კანდიდატურას;

უ) ამტკიცებს სკოლის უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მექანიზმებს;

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წესდებით, დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას და სკოლის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს. 

4. სკოლის დირექტორი პასუხისმგებელია:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;

ბ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

5. სკოლის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს საორგანიზაციო-განმკარგულებელ აქტს – ბრძანებას.

6. სხვადასხვა საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, სკოლის დირექტორმა თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება შექმნას დროებით სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით;

7. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით.

ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

8. სკოლის დირექტორი ვალდებულია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა განახორციელოს გონივრულად და პროპორციულად კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. 

მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.

2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა. 

5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.

7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

მუხლი 8. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

პედაგოგიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს სკოლის მისიას;

ბ)ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად კათედრების და სკოლის დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის; 

გ)  ირჩევს საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

დ) განიხილავს სკოლის შინაგანაწესს;

ე) განიხილავს სასწავლო პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

ვ) განიხილავს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის რეკომენდაციებს;

ზ) ახორციელებს სასკოლო სასწავლო გეგმის გადახედვას დადგენილი წესით;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 9. საგნობრივი კათედრები

1.სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ, აგრეთვე შესაძლებელია სკოლაში შეიქმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.

2. კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს პედაგოგიური საბჭო კათედრის წევრთაგან.

3.კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);

ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის  არჩევის თაობაზე);

გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.

4. სკოლის საგნობრივი კათედრებია:

4.1 ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლები;

 4.2 მათემატიკის, ტექნოლოგიების, ჭადრაკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მათემატიკის, ისტ-ის, ქიმია, ფიზიკის და ჭადრაკის მასწავლებლები; 

4.3 საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და უცხო ენათა კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების, მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლებისა და უცხოური ენების (ინგლისური ენისა და მეორე უცხოური ენის (გერმანული, რუსული) მასწავლებლები;

4.4  სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები;

5. საგნობრივი კათედრების ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა  განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

გ) საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა  და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა; 

დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

ე) პერიოდულად ღია გაკვეთილების ორგანიზება, მასზე დასწრება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება  მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით;

ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით. 

6. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე. 

თავი III

სკოლის სტრუქტურული ერთეულები და პერსონალი

მუხლი 10. პერსონალის შრომითი ურთიერთობები

1. სკოლის პერსონალი მოიცავს მასწავლებლებს, საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პერსონალს და მოწვეულ პერსონალს.

2. სკოლა უფლებამოსილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის შერჩევა განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა ან/და მის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

3. პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

4. სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:

ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

დ) დასაქმებულის მიერ სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

კ) ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს;

ნ) მასწავლებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

მ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

5. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

6. სკოლა უფლებამოსილია ამ დებულებით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების, სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.

მუხლი 11. მასწავლებელი

11.1.მასწავლებლები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების შესაბამისად. მასწავლებელს აქვს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისთვის საჭირო  ცოდნა და უნარები, იცავს  ეროვნული სასწავლო გეგმის  ძირითად მოთხოვნებს, აცნობიერებს კოლეგებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეუძლია საკუთარი პროფესიული საჭიროებების დადგენა, ზრუნავს პროფესიულ თვითგანვითარებაზე; აცნობიერებს თავისი პროფესიის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის.

11.2. მასწავლებლებელს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში; 

ბ) მოსთხოვოს სკოლას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

გ) მიიღოს შრომის ანაზღაურება სკოლის მიერ დადგენილი წესით; 

დ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;

ე) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და შემოქმედებითი საქმიანობა;

ვ) სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საგნის პროგრამების (სილაბუსების, კურიკულუმის), გეგმების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 

11.3.მასწავლებლის უფლებამოსილება, ფუნქციები:

ა)   ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად,  მასწავლებელი შეიმუშავებს თემატურ სასწავლო გეგმებს;

ბ)   გეგმავს გაკვეთილს ყველა კომპონენტისა და მათ შორის კავშირების გათვალისწინებით;

გ)   დაგეგმვისას ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისათვის; მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისად, რეკომენდაციების საფუძველზე  შეუძლია  სასწავლო გარემოს მოწყობა და რესურსების ორგანიზება.

დ)   აცნობიერებს კლასგარეშე საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის. კლასგარეშე საქმიანობას გეგმავს სასკოლო გეგმის შესაბამისად;

ე) მასწავლებელი ქმნის უსაფრთხო გარემოს სხვადასხვა კულტურის მოსწავლეებისათვის;

ვ)   აცნობიერებს ქცევის წესების მნიშვნელობას უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისათვის და ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ ამ წესების დაცვას;

ზ)   ადეკვატურად რეაგირებს კონფლიქტურ სიტუაციებზე;

თ)   აცნობიერებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის მნიშვნელობას  და იყენებს რეკომენდაციებს მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად;

ი)   აცნობიერებს მოსწავლის მშობლებისა და სხვა კანონიერი წარმომადგენლების სასწავლო პროცესში ჩართვის აუცილებლობას და თანამშრომლობს მათთან;

კ) მასწავლებელმა იცის მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური, სოციალურ-პიროვნული განვითარების თავისებურებები, სწავლისა და განათლების თეორიების ძირითადი პრინციპები და იყენებს მათ პრაქტიკაში; საჭიროების შემთხვევაში მიმართავს კოლეგებს დახმარებისთვის;

ლ)   იცის სწავლის თეორიები და სთავაზობს მოსწავლეებს სწავლის სხვადასხვა სტრატეგიას;

მ)   გაკვეთილის მიზნის შესაბამისად იყენებს სწავლების ინოვაციურ სტრატეგიებს;

ნ)   სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლისათვის იყენებს შესაბამის სტრატეგიებს;

ო)   სასწავლო პროცესში იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს (მათ შორის -ციფრულს);

პ)   მასწავლებელი იყენებს შეფასების სხვადასხვა ტიპსა და  მეთოდს, სკოლის მიერ შემუშავებულ შეფასების  სქემებსა და რუბრიკებს. 

ჟ)   სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად იყენებს  მოსწავლეთა შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

რ)   აკვირდება და აღწერს მოსწავლის სწავლის სირთულეებს. საჭიროების შემთხვევაში მიმართავს დარგის სპეციალისტს;

ს) მასწავლებელი კოლეგების დახმარებით ადგენს პროფესიულ საჭიროებებს და ზრუნავს პროფესიულ თვითგანვითარებაზე;

ტ)   აცნობიერებს პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობას სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარებისთვის, მონაწილეობს კოლეგების მიერ ჩატარებულ კვლევებში;

უ)   მონაწილეობს პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარებულ  ღონისძიებებში;

ფ)  სისტემატურად ეცნობა პროფესიულ ლიტერატურას და მიღებულ ცოდნას იყენებს პრაქტიკაში.“.

11.4.მასწავლებელი ვალდებულია:

ა) იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი;

ბ) იხელმძღვანელოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის მარეგულირებელი აქტებით და ეთიკის კოდექსის ნორმებით;

გ) ხელი შეუწყოს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას;

დ) პროფესიული საქმიანობისას მოსწავლეებს მისცეს სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითი;

ე) დაიცვას მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) იყოს პუნქტუალური და ჩაიცვას მოწესრიგებულად;

ზ) ისაუბროს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით;

თ) ეფექტურად გამოიყენოს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილი დრო, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად;

ი)  გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად გამოიყენოს სკოლის რესურსები;

კ) პროფესიული ან ინსტიტუციური პრივილეგიები არ გამოიყენოს პირადი მიზნებისათვის;

ლ) იზრუნოს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

11.5. მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, მასწავლებელი ვალდებულია:

ა) შეითავსოს მოსწავლის მრჩევლის ფუნქცია სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მას პირადი პრობლემების მოგვარებაში;

ბ) მოსწავლეს არ მიაყენოს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა და არ მოახდინოს მასზე ემოციური (ფსიქოლოგიური) ზეწოლა;

გ)საკუთარ მოსწავლეს არ გაუწიოს დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) კონფლიქტურ სიტუაციებში შეინარჩუნოს სიმშვიდე, მოისმინოს მოსწავლეთა აზრი და მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებები;

ე) სასწავლო პროცესის განმავლობაში, იზრუნოს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე;

ვ) დაეხმაროს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და მაგალითი მისცეს მათ;

ზ) მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, დაიცვას მორალური და ზნეობრივი ნორმები;

თ) პატივი სცეს მოსწავლეთა აზრებს, შეუქმნას მათ ყველა პირობა იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად;

ი)  მოსწავლეებთან ურთიერთობაში არ დაუშვას რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა. 

კ) არ გამოიყენოს მოსწავლის ფიზიკური და ინტელექტუალური შრომა ან პოტენციალი პირადი მიზნებისათვის;

ლ) თანაბრად ყურადღებიანი იყოს მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და იზრუნოს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მიუხედავად;

11.6.მშობლებთან ურთიერთობის დროს, მასწავლებელი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს მოსწავლის მშობელთან, იყოს თავაზიანი და საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს მოსწავლის მშობელს;

ბ) განუმარტოს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები;

გ) მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;

დ)  ჰქონდეს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება, თუ მასწავლებელი კლასის დამრიგებელია;

ე)  შეატყობინოს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელი შეუწყოს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში;

ვ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მშობელს, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა;

11.7.სკოლის დირექციასთანმასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობისას, მასწავლებელი ვალდებულია:

ა)  თანაბარი პატივისცემით მოეპყრას სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა;

ბ)  შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს კოლეგებს და ითანამშრომლოს მათთან;

გ) ითანამშრომლოს სკოლის მანდატურთან და გაითვალისწინოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია;

დ) ითანამშრომლოს სკოლის დირექციასთან და წვლილი შეიტანოს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

11.8. მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებებია

ა) სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა; 

ბ) საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება); 

გ) თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა; 

დ) ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან, პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან იღებს განმავითარებელ უკუკავშირს; 

ე) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა: 

ე.ა) უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი; 

ე.ბ) წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი; 

ე.გ) მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი; 

ვ) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების სხვა აქტივობის/აქტივობების განხორციელება; 

ზ) კოლეგებთან თანამშრომლობა სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად; 

თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისას ეთიკური ნორმების დაცვა.

11.9.  წამყვანი მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებებია:

ა) ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე: ეხმარება კოლეგებს მათი საჭიროებების განსაზღვრაში, პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. 

ბ) საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებს უწევს ტუტორებს/პრაქტიკის ხელმძღვანელებს ან თავად ასრულებს ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციებს.

გ) აქვს ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა. ეცნობა ზოგადად განათლების სფეროში და სასკოლო სისტემებში მიმდინარე მოვლენებს, თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს  ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე. მიღებულ გამოცდილებას იყენებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და, ასევე, უზიარებს კოლეგებს.ატარებს სკოლის/ადგილობრივი ადგილობრივი საზოგადოების(თემის) საჭიროების კვლევებს, მიგნებებს იყენებს სკოლის/თემის განვითარების მიზნით.

დ) ამყარებს კონტაქტებს ეროვნულ დონეზე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად.

ე) სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ამყარებს კომუნიკაციას და თანამშრომლობს მესამე პირებთან.

ვ) ინიცირებას უკეთებს და მონაწილეობს სოციალურ აქტივობებში: სასკოლო/სკოლათშორის/სათემო პროექტებში.

ზ) ხელს უწყობს მოსწავლეების პროფორიენტაციას.

თ) არის ინიციატორი, გეგმავს და  სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით ახორციელებს დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული უნარების, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ აქტივობებს.

11.10. მენტორი მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებებია:

ა) ადგენს მასწავლებელთა საჭიროებებს   და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით  გეგმავს სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიან სტრატეგიას.

ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნულ დონეზე  ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

გ) ამყარებს კონტაქტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად.

მუხლი 12. სტრუქტურული და საშტატო ერთეულების ფუნქციები 

12. 1. დირექტორის მოადგილე

ა) ხელმძღვანელობს სკოლის სასწავლო–აღმზრდელობით სფეროს; 

ბ)კოორდინაციას უწევს მასწავლებლის მუშაობას სასწავლო გეგმის,  პროგრამების, სილაბუსების,  შემუშავებასა და განხორციელებაში; 

გ)ადგენს გაკვეთილების, დამატებითი, წრეობრივი, ფაკულტატური, კლუბური მეცადინეობების განრიგს, ახდენს მის კორექტირებას სასწავლო წლის მანძილზე; 

დ)ახორციელებს მონიტორინგს გაკვეთილების რეჟიმის დაცვაზე, მოსწავლეთა დასწრებადობასა და სასწავლო პროცესის რეგულირებაზე (გაკვეთილების შეცვლა/გადაადგილება და სხვა); სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხსა და მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასების ობიექტურობაზე;

ე)ორგანიზაციას უწევს სასწავლო პროცესში თანამედროვე მოთხოვნებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას, მასწავლებელთა შემოქმედებითი აქტივობისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარებას; 

ვ)კოორდინირებს, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს პედაგოგიური საბჭოს, საგნობრივი კათედრების მუშაობას, იბარებს ანგარიშს და აწვდის სკოლის დირექტორს და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს ინფორმაციას;

ზ)ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული ოსტატობის ამაღლებას, მათ მომზადებას სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, შეაქვს წინადადებები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის შესახებ;

თ) კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა მობილობას; მოსწავლის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის საკითხებს;

ი)აწარმოებს მონიტორინგს კლასების მიხედვით მოსწავლის მიერ თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზის და შეფასების, კლასების აკადემიური მოსწრების დინამიკის შესახებ; შეფასების პრინციპების სრული დაცვის, მათი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენების შესახებ;

კ) აკონტროლებს მასწავლებლის მიერ საკლასო ჟურნალების წარმოებას; მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიურ აღრიცხვას და მონაცემების  ჟურნალში შეტანას;

ლ) ესწრება გაკვეთილებს, ამოწმებს გაკვეთილებზე აქტივობების გამოყენებას,  მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში; 

მ)საგნის მასწავლებელთან და ფსიქოლოგთან ერთად, ხელმძღვანელობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში; აძლევს მითითებებს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის შესაქმნელად;

ნ)იკვლევს და ეცნობა პედაგოგთა პროფესიული განვითარების მდგომარეობას; ადგენს პედაგოგთა პროფესიულ საჭიროებებს და ამის შესაბამისად გეგმავს მათი განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, უზრუნველყოფს მათ გეგმაზომიერად განხორციელებას;

ო)ორგანიზებას უწევს  საგნობრივი ტესტირებების, დიაგნოსტიკური წერების და გამოცდების მიმდინარეობას კათედრის ხელძღვანელებთან ერთად;

პ) აკონტროლებს პედაგოგთა სამსახურში გამოცხადებას და გაცდენებს; აწარმოებს მასწავლებელთა შეცვლა-გაცდენის ჟურნალს; უზრუნველყოფს გაკვეთილების გადანაცვლებას მასწავლებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში და სათანადო ინფორმაციას მიაწვდის სკოლის ბუღალტერს;

ჟ) შეიმუშავებს პედაგოგთა მორიგეობის გრაფიკს და  მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას;

რ)  ახორციელებს ბიბლიოთეკის საქმიანობაზე ზედამხედველობას; 

ს) აწარმოებს მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვის კონტროლს;

ტ) შეიმუშავებს სკოლის მიერ დადგენილი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისათვის განხორციელების სტრატეგიებს;

უ) ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს და   წარუდგენს რეკომენდაციებს სკოლის დირექტორს  სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის, დისციპლინის  სრულყოფის მიზნით;

ფ) წარუდგენს სკოლის დირექტორს   დასაბუთებული წინადადებებს პერსონალის წახალისების ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ქ) უზრუნველყოფს საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში მოსწავლეთა ჩართულობას როგორც სკოლის შიგნით, ასევე სკოლის გარეთ;

ღ)  კოორდინაციას უწევს კლასის დამრიგებელთა ეფექტურ მუშაობას და სადამრიგებლო პროგრამების განხორციელებას;

ყ) კოორდინაციას უწევს კლასის დამრიგებლების მეშვეობით მოსწავლეთა მშობლების ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში; ეხმარება კლასის დამრიგებლებს მოსწავლეთა საზოგადოებრივ ჩართულობის პროცესის სწორად განხორციელებაში. არჩევს და კოორდინაციას  უწევს საგნის  მასწავლებლებისა და დამრიგებლების მიერ მოწოდებულ კლასგარეშე მუშაობის გეგმებს და ახდენს ჩატარებული სამუშაოების ანალიზს;

შ)  ხელმძღვანელობს სასკოლო მიზნობრივი ექსკურსიების სათანადო უსაფრთხო დონეზე წარმართვას;

ჩ) ამზადებს სკოლის დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტებს კომპეტენციის ფარგლებში;

ც)ხელს უწყობს მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობის ფორმების მოძიების, დახვეწისა და განხორციელების სისტემის შექმნას; ზრუნავს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე; 

ჯ) ზედამხედველობას უწევს სკოლის საინფორმაციო განვითარებას (საინფორმაციო კუთხე, სკოლის ვებ-გვერდი, სოციალური ქსელები და ბიბლიოთეკა);

ხ)ხელმძღვანელობს კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებების სამუშაოებს, ახორციელებს ინფორმაციულ აუდიტს, ეძიებს სკოლასა და ოჯახს შორის ინფორმაციის  გაცვლის ფორმებს (წერილობითი კომუნიკაცია; მედია შეტყობინება; სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობები); აწარმოებს პიარ_მენეჯმენტს; სარეკლამო სამუშაოებს, საზოგადოების ინფორმირებას სკოლის შესახებ; კონტროლს უწევს ინფორმაციის მიმოსვლას; ურთიერთობს რესურსცენტრთან და სხვა სტრუქტურებთან (სამთავრობო; არასამთავრობო); ხელმძღვანელობს სკოლის საზოგადოებრივი ურთიერთობის სექტორს;

წ) სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს წლიურ სამუშაო გეგმას, ხოლო სასწავლო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა მისი შესრულების ანგარიშს წარუდგენს სკოლის დირექტორს;

ჭ) ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

12.2. სკოლაში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ორი პირის დანიშვნის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციები გადანაწილდება სკოლის დირექტორის მოადგილეებზე დირექტორის ბრძანებით ან/და დაზუსტდება სამუშაო აღწერილობაში ან/და შრომით ხელშეკრულებაში; სასწავლო პროცესის კოორდინატორის ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულების 12.1 მუხლით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციები გადანაწილდება სკოლის დირექტორის მოადგილესა და სასწავლო პროცესის კოორდინატორზე დირექტორის ბრძანებით ან/და დაზუსტდება სამუშაო აღწერილობაში ან/და შრომით ხელშეკრულებაში.

12.3. იურისტის ფუნქციებია:

ა) სკოლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) შრომის ხელშეკრულებების მომზადება დაწესებულების პერსონალთან დასადებად;

გ) შრომითი ურთიერთობების კოორდინაცია;

დ)დაწესებულების თანამდებობის პირების მიერ გამოსაცემი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება;

ე) სხვადასხვა სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების პროექტების მომზადება;

ვ) დაწესებულებაში შემოსული საჩივრების, განცხადებების განხილვა და დასკვნების მომზადება;

ზ)დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფა;

თ) დაწესებულების წარმომადგენლობა სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან.

12.4. საქმისმწარმოებლის/საქმისწარმოების მენეჯერის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად კოორდინაცია დაწესებულების საქმისწარმოების ორგანიზების, შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის მომზადების, გაფორმების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის წესის დაცვაზე;

ბ) კოორდინაცია მოსწავლეებისა და მასწავლებლების რეესტრის წარმოებაზე დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) დაწესებულების მოსწავლეებისა და პერსონალის პირადი საქმეების წარმოება;

დ) სკოლაში შემოსული, გასული კორესპონდენციის, ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა და საინფორმაციო ბაზის ფორმირება, დოკუმენტის სარეგისტრაციო ან/და ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) დოკუმენტების და ბლანკების ფორმის შემუშავება;

ვ) დოკუმენტების გადაცემა სკოლის დირექციისათვის და შემსრულებლებისათვის, მათ შესრულებაზე კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება სკოლის დირექციისათვის;

ზ) დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა – დაბეჭვდა, ასლის გადაღება; გასული დოკუმენტების დაგზავნა;

თ) ინფორმაციის გაცემა შემოსულ დოკუმენტებზე, მისი შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის შესახებ;

ი) დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი;

კ) სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი;

ლ) შესრულებული დოკუმენტის ჩამოწერა და საქმეში მოთავსება;

მ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება;

ნ) საქმეთა მომზადება არქივში ჩასაბარებლად;

ო) საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეების არქივში მიღება, აღრიცხვა და დაცვა;

პ) არქივიდან ცნობების, ბრძანების ამონაწერების და სხვა დოკუმენტების გაცემა;

ჟ) დაინტერესებულ პირთა მომსახურება, მათთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

12.5. სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის ფუნქციებია:

ა)სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ბ) სკოლის ინტერნეტ-სერვისებით უზრუნველყოფა (ვებ-სერვისი, ელექტრონული ფოსტა);

გ) სკოლის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება (გაფართოება და მომსახურეობა);

დ) სკოლის შიდა ქსელური სერვისების პროგრამული უზრუნველყოფა;

ი) კომპიუტერის მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა;

მ) კომპიუტერული რესურს-ცენტრების გახსნა;

ნ) სკოლის პერსონალის და მოსწავლეთა კომპიუტერთან დამოუკიდებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

ო) სკოლის პერსონალის სწავლება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;

პ) ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ჟ)სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება;

12.6.  სკოლის ფსიქოლოგის ფუნქციებია: 

ა) მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ხელშეწყობა საჭირო უნარების განსავითარებლად; 

ბ) ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობის, სწავლის, ქცევის შემოწმება და დახმარება მათ, ჰქონდეთ წარმატებები აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ სფეროებში;

გ) თანამშრომლობა ოჯახებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასა და სხვა პროფესიონალებთან, რათა შექმნას ძლიერი კავშირი სკოლასა და სახლს შორის;

დ) ინფორმაციის შეგროვება  მოსწავლეების აკადემიური მიღწევების შესახებ, დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზის გარკვევა  და შესაბამისი  ჩარევის სქემის დაგეგმვა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით;

ე)ზრუნვა მოსწავლეების კომუნიკაციური და სოციალური უნარების ამაღლებაზე, მათი ემოციური და ქცევითი საჭიროებების გამოვლენაზე;

ვ) პოზიტიური ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით  ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციებით  დახმარების გაწევა  მოსწავლეებისათვის, რათა   ისწავლონ  პრობლემის აღიარება, ბრაზის მართვა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზები;

ზ) მონაწილეობა  დაცული, პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნაში;

თ)    ბულინგისა და ძალადობის სხვა ფორმების პრევენციის უზრუნველყოფა;

ი) მშობლების ინფორმირება შვილების სწავლებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე და    მათგან უკუკავშირის მიღება  და ერთობლივი ჩარევის სტრატეგიის  დასაგეგმად;  

კ) ოჯახსა და სკოლას შორის ძლიერი კავშირის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;

ლ)  განსხვავებული მოსწავლეების საჭიროებების განსაზღვრა და მხარდაჭერა;  

 მ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის   ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შედგენაში;   

ნ) ინსტრუქციების შემუშავება მრავალფეროვან ჯგუფზე მოსარგებად;

ო)ფსიქოლოგიური კვლევა მოსწავლეთა ფსიქოლოგიური კლიმატის და მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებების შესასწავლად;

პ)თანატოლთა შორის თვითდამკვიდრებისა და სკოლასთან ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ჟ) ზრუნვა მოსაწავლეთა სასწავლო მოტივაციისთვის;

რ)ქცევაში გარკვეული დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა;

ს)საჭირო ფსიქოლოგიური რეკომენდაციების გაწევა მოსწავლესთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად;

ტ)პედაგოგიური ფსიქოლოგიის თეორიის,  განათლების პოლიტიკის საკითხების და კონკრეტული სკოლის კულტურის სისტემური ანალიზის საფუძველზე მოსწავლეების  სწავლის სირთულეების კვლევა და მათზე სათანადო რეაგირება;

უ) სკოლაში ფსიქიკური ჯანმრთელობის და მოზარდთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობა;

ფ) სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება;

ქ) სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს წლიურ სამუშაო გეგმას, ხოლო სასწავლო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა მისი შესრულების ანგარიშს წარუდგენს სკოლის მდირექტორ.

12.7.  სკოლის ფინანსური მენეჯერის ფუნქციებია:

ა)აწარმოოს სკოლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, ბუღალტერია, შეადგინოს ბალანსი;

ბ) განახორციელოს სკოლის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ბუღალტრული ანგარიშგების საფუძველზე ფინანსური მდგომარეობის კომპლექსური და ოპერატიული ანალიზი, სკოლის ფინანსური პოლიტიკის, პროცედურების, ნორმების, წესების შემუშავება და განახლება;

გ)საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციის ჩატარება;

დ) სკოლის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია;

ე) ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;

ვ) აღრიცხვა-ანგარიშგების მონიტორინგი;

ზ)საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების სისტემატური ზედამხედველობა, საგადასახდო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;

თ) უზრუნველყოს დაწესებულება მატერიალურ–ტექნიკური რესურსით, ინვენტარით, საკანცელარიო ნივთებით და სხვა საჭირო ფასეულობით, მათი აღრიცხვა;

ი)სკოლის ქონების ინვენტარიზაციის პროცესისთვის ხელისშეწყობა;

კ)სკოლის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) სკოლის დირექტორის დავალებით ფინანსური და ეკონომიკური გარიგებების დადება სკოლის სახელით;

მ) სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება.

12.8. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ფუნქციებია:

ა)  სასწავლო და ადმინისტრაციული ერთეულების  საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება მისი სრულყოფის მიზნით; 

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებით გათვალისინებული საქმიანობის კოორდინაცია, განხორციელება; 

გ) სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა; 

დ) ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების, სწავლებისა და პერსონალის  შეფასების წესის შემუშავება; 

ე) თანამშრომლობა  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად; 

ვ) სკოლის მიერ განხორციელებული   საგანმანათლებლო პროგრამების  მონიტორინგის ანალიზი და რეკომენდაციები შემდგომი სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე; 

ზ)  პერსონალის კითხვარების შემუშავება და კითხვარის ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება სკოლის   საქმიანობის შემდგომი სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნით; 

თ) ავტორიზაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თანდართული დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება; სკოლის ავტორიზაციის პროცედურებისათვის მომზადება;

ი) სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

კ) სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურისა და მართვის, მოსწავლეების მხარდაჭერის სერვისების, პერსონალის მართვის, განვითარებისა და სხვა შემოქმედებითი საქმიანობის, მატერიალური, საინფორმაციო  და ფინანსური რესურსების შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციის სტანდარტებთან სკოლის შესაბამის სტრუქტურებთან, პასუხისმგებელ პირებთან   თანამშრომლობით;

ლ)  უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება და განხორციელება  დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;

მ) რეკომენდაციების წარდგენა სკოლის დირექტორისათვის და სასწავლო პროცესის  მენეჯერისთვის სასწავლო პროცესის  სრულყოფის მიზნით;

ნ)  სკოლის დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ო) კანონმდებლობითა და სკოლის დებულებით  გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

პ) მასწავლებელების პროფესიული განვითარების მიზნით, წინადადებების შემუშავება, ღონისძიებების, აქტივობების დაგეგმვა სკოლის დირექტორთან შეთანხმებით;

ჟ)სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს წლიურ სამუშაო გეგმას, ხოლო სასწავლო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა მისი შესრულების ანგარიშს წარუდგენს სკოლის დირექტორს.

 რ) სკოლის დირექტორის/ სკოლის დირექტორის მოადგიოის სხვადასხვა დავალებების შესრულება სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების გაუმჯობესებასთან მიმართებით.

12.9.  სკოლის სამედიცინო პერსონალს წარმოადგენს: 

12.9.1. სკოლის ექიმი – უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს.

12.9.2სკოლის ექთანი – შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე საშუალო სამედიცინო პერსონალი, რომელიც ახორციელებს სკოლის ექიმის დამხმარე საქმიანობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ან დამოუკიდებლად ასრულებს საქმიანობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

12.9.3. სკოლის ექიმის კომპეტენციაა

ა) მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება მოსწავლის ან სკოლის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ასფიქსია, კრუნჩხვა, შოკი, ცნობიერების მოშლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა); 

ბ) შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ; 

გ) პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულების მართვის ელექტრონულ სისტემაში   წვდომის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიძიოს არსებული ინფორმაცია მოსწავლის/პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ და გაითვალისწინოს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს; 

დ) მოსწავლის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმართოს დირექციას (სკოლის ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმებული ფორმით) მათი საგაკვეთილო პროცესიდან განთავისუფლების შესახებ, მიმართოს მოსწავლის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს და მიაწოდოს ინფორმაცია   მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; 

ე) სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმაში (დანართი N1.1); 

ვ) მოახდინოს სკოლაში იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომლებიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა.შ); მიიღოს პრევენციული ზომები; შეატყობინოს სკოლის შესაბამის პასუხისმგებელ პირს საფრთხის არსებობის შესახებ და გაუწიოს ზედამხედველობა საფრთხის სრულად აღმოფხვრის პროცესს; 

ზ) საჭირო პერიოდულობით განახორციელოს  სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები: 

ზ.ა) ბავშვთა ასაკში გავრცელებული იმ დაავადებების დროული აღმოჩენისა და გართულების პრევენციისათვის, როგორიცაა: სქოლიოზი, ბრტყელი ან/და ვალგუსური ტერფი, ტანადობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, პირის ღრუს დაავადებები; 

ზ.ბ) მოსწავლის ანთროპომეტრული მონაცემების შეფასება ასაკობრივ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 

ზ.გ) პედიკულოზის პრევენციის მიზნით; 

თ) მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე მოსწავლეებს; 

ი) ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან იქონიოს კომუნიკაცია და გასცეს საჭირო რეკომენდაციები; 

კ) გაატაროს საჭირო ღონისძიებები სკოლაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს; 

ლ) გაუწიოს ზედამხედველობა მოსწავლეთა იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს (ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების ისტორიის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნა მოსწავლის მშობლისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან  და მათი შესწავლა. გამოტოვებული ან/და უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის); 

მ) განახორციელოს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან  ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საქმიანობა  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, მავნე ჩვევების დაძლევა, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მათ შორის მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნაადრევი ქორწინების რისკები და სხვა; 

ნ) განახორციელოს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა. სკოლის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია დალაგების წესის, გამოსაყენებელი ხსნარების, დასუფთავების რეჟიმის, ნარჩენების მართვისა და სხვა დაკავშირებული დეტალების შესახებ; 

ო) გაუწიოს ზედამხედველობა სკოლაში სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას; 

პ) მიიღოს მონაწილეობა მოსწავლის დღის რეჟიმის, საგაკვეთილო და დასვენების რეჟიმის შემუშავებაში; 

ჟ) განახორციელოს მოსწავლეზე ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ან სხვა მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, სკოლის დირექციის, სოციალური სამსახურის და სხვა შესაბამისი უწყებების ინფორმირება კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

რ) ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ამოცნობის/შეფასების, რეფერირებისა და შესაბამისი დოკუმენტირების უზრუნველყოფის მიზნით, მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეჭვის, საფუძვლიანი ეჭვისა და დადასტურებულ შემთხვევაში, სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმასთან ერთად შეავსოს ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტაცია „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ შესაბამისად; 

ს) განახორციელოს წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი (სამედიცინო შემთხვევების რაოდენობა და ტიპები, პერიოდული სამედიცინო შემოწმებით გამოვლენილი განვითარების დარღვევები, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.) და მოამზადოს საჭირო წინადადებები და რეკომენდაციები სკოლის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; 

ტ) დაიცვას პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

უ) სკოლის პერსონალის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში;

ფ) საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეების  ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

ქ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემა მოსწავლის სასწავლო პროცესიდან გათავისუფლების მიზნით;

ღ)სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო რესურსის შესაძენად წერილობითი მოთხოვნის წარდგენა სამეურნეო სამსახურის უფროსთან, სკოლის დირექტორთან;

ყ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელება;

შ) სკოლის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელება 2022 წლის 21 მარტის №41/ნ/01-23/ნ ბრძანებით დამტკიცებულ  სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირების წესის შესაბამისად.

9.4.  დაუშვებელია მოსწავლის ჯანმრთელობის პრობლემით მიმართვისას, სკოლის ექიმი შემოიფარგლოს მხოლოდ მის მიერ ჩატარებული სამედიცინო ჩარევით, როცა სახეზეა მოსწავლის სამედიცინო დაწესებულებასთან მიმართვის აუცილებლობა. 

9.5.   დაუშვებელია სკოლის ექიმი სასწავლო დაწესებულებაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს დაკავდეს პარალელური პროფესიული საქმიანობით (სკოლის ექიმს არ ეკრძალება პარალელური ინდივიდუალური საექიმო საქმიანობა ან სამედიცინო დაწესებულებაში საქმიანობა, თუმცა, აღნიშნული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ სკოლის ექიმისთვის განსაზღვრული სამუშაო საათების მიღმა). 

9.6.   დაუშვებელია სკოლის ექიმის მხრიდან ნებისმიერი სახის გულგრილობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ. 

9.7. კონკრეტული პირის ავადობისა და მიმართვიანობის ზოგადი სიხშირის, კონკრეტული მიზეზით მიმართვიანობის სტატისტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების მარტივად ადმინისტრირებისთვის გამოიყენება სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი. ჟურნალი უნდა მოიცავდეს ისეთ ზოგად ინფორმაციას, როგორიცაა: პაციენტის სახელი, გვარი, კლასი (ასაკი), მიმართვის თარიღი და მიზეზი.

9.8.      სკოლის ექიმის მიერ წარმოებული სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი და სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა წარმოადგენს სკოლის სამედიცინო დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლებელია წარმოებულ იქნეს როგორც ელექტრონულად, ისე ქაღალდის მატარებელზე და მასზე წვდომა ექნება სკოლის ექიმს/სკოლის ექთანს. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი ინახება დახურვიდან 5 წლის ვადით, ხოლო სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა მოსწავლის მიერ სკოლის დამთავრებამდე/სხვა სკოლაში გადასვლამდე, რის შემდეგაც გადაეცემა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს/სრულწლოვან კურსდამთავრებულს სხვა დოკუმენტებთან ერთად. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი 5 წლის ვადის გასვლის შემდეგ განადგურდება წაშლის/მატერიალურად განადგურების გზით.

12.9.9.    სკოლის ექთნის კომპეტენციაა

ა) გაუწიოს დახმარება სკოლის ექიმს მისი ფუნქციების შესრულებაში; 

ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სკოლის ექიმის მითითებით მოსწავლეს აღმოუჩინოს პირველადი დახმარება. ექიმის არყოფნის შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ, ჩაატაროს საჭირო მანიპულაციები და მომხდარის შესახებ აცნობოს სკოლის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება; 

გ) მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისცეს საჭირო რეკომენდაცია მისი კომპეტენციის ფარგლებში; 

დ) საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეებს საჭირო პროცედურის ჩატარებაში (დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეს – ინსულინის მიღებაში, ასთმით დაავადებულ მოსწავლეს – ინჰალაციის ჩატარებაში, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს და ა.შ); 

12.9.10.  თუ სკოლაში ექთანი დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას, ამ მუხლის 9.9 პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებთან ერთად, მონაწილეობას იღებს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენურ ზედამხედველობაში, მოსწავლეთა ჯანმრთელობითი განათლებისა და პირადი ჰიგიენის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. 

12.10. დაცვასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირისუსაფრთხოების მანდატურის ფუნქციებია:

ა)სკოლაში წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ)სკოლის შენობისა და ინვენტარის დაცვა;

გ) სკოლის  პერსონალისა და მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ)მოსწავლეთა შემოსვლა და გასვლის კონტროლი;

ე) ვიზიტორების შემოსვლა და გასვლის კონტროლი;

ვ) სკოლაში შემოსვლისას ამოწმებს მოსწავლეებისა  და  პერსონალის შესაბამის მოწმობებს; აფიქსირებს სკოლის პერსონალის მოსვლისა და წასვლის დროს  და ყოველი კვირის დასაწყისში სკოლის დირექტორს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას;

ზ) უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანომდებლობისა და დაწესებულების მარეგულირებელი აქტების შესაბამისად;

თ)უცხო პირთა შემოსვლის აკრძალვა სკოლის შენობაში;

ი)დააფიქსიროს დღის განმავლობაში გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების დრო და დარღვევების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექციას;

კ)სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სკოლაში თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების და სხვა მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;

ლ)  სკოლის შენობა-ნაგებობების, ცენტრალური გათბობის სისტემის, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის და სხვა მატერიალურ ფასეულობათა  დაცვა;  

მ) სკოლის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;  

ნ) სკოლის ტერიტორიაზე შინაგანაწესით დადგენილი აკრძალვების დარღვევაზე   კონტროლი;

ო) სკოლაში  არსებულ ლაბორატორიებში ნივთიერებების გამოყენებისას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა;

პ)  სკოლაში  გამართულ ღონისძიებებზე წესრიგის დაცვის კონტროლი;

ჟ) ვიდეომეთვალყურეობის და სასიგნალიზაციო აღჭურვილობის   ფუნქციონირების მონიტორინგი;  

რ)  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის (სახანძრო ონკანების, ცეცხლმაქრების და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების) მუდმივად გამართულ მდგომარეობაში არსებობა;

ს) სკოლაში  შინაგანაწესის დაცვას კომპეტენციის ფარგლებში;

ტ) შინაგანაწესით,  სკოლის  მართვის ორგანოების და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.

უ) უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას სკოლაში;

ფ) უზრუნველყოფს  სკოლის   შიგნით უწესრიგობისა და ხმაურის აღკვეთას;

ქ)უფრთხილდება და იცავს სკოლის  ქონებას;  

ღ) საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან კონფლიქტური სიტუაციების შემთხვევაში იღებს ზომებს მათ აღსაკვეთად, საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს სათანადო სამსახურებს და სკოლის   ადმინისტრაციას;

ყ) ზრუნავს სკოლის მოსწავლეებისა  და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე;

შ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანების შესაბამისად უსაფრთხოებისა და საზოგადებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დაცვა, განხორციელება; 

ჩ) ახორციელებს სკოლაში დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

12.11. მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) სკოლის შენობა-ნაგებობების, ცენტრალური გათბობის სისტემის, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა  დაცვა და  სკოლაში სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვა; 

ბ) სკოლის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, სახანძრო უსაფრთხოების განმტკიცებისათვის სახანძრო ღონისძიებების შემუშავება (ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლების გათვალისწინებით); 

გ) სკოლის ტერიტორიაზე შინაგანაწესით დადგენილი აკრძალვების დარღვევაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება და კონტროლი;

დ) საგანგებო სიტუაციების პრევენცია და მათზე რეაგირება;  

ე)  სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება;  

ვ) სკოლის  სარგებლობაში არსებული ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და სათავსების მოვლა-პატრონობა, საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების მდგომარეობისა და გამართულობის უზრუნველყოფა;

ზ) სკოლაში  არსებული ნივთიერებების, მასალების, ნაკეთობებისა და დანადგარების, მათ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ცნობების აღრიცხვა და გამოყენებისას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა;

თ)  სკოლაში  გამართულ ღონისძიებებზე წესრიგის დაცვის კონტროლი;

ი) დაცვის ტექნიკური საშუალებების (ვიდეომეთვალყურეობის და სასიგნალიზაციო)  ფუნქციონორების მონიტორინგი;  

კ)  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის (სახანძრო ონკანების, ცეცხლმაქრების და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების) მუდმივად გამართულ მდგომარეობაში არსებობის უზრუნველყოფა; 

ლ) სკოლაში  თამბაქოს მოწევის წესების დაცვის ზედამხედველობა;

მ) მოქმედი კანონმდებლობით და  სკოლის მართვის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელება.

12.12. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) სკოლის საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტის მომზადება და  გავრცელება;

ბ) სკოლის სარეკლამო  ბანერების დამზადება და განთავსება ინტერნეტსივრცეში; 

გ) მედია სივრცისთვის სხვადასხვა ტიპის  საინფორმაციო რეკლამის მომზადება და გავრცელება;

დ) სკოლის ვებ გვერდის ადმინისტრირება, ინგლისურენოვანი ვერსიის გაკეთება;

ე) სარეკლამო ინფორმაციის განთავსება პოპულარულ სოციალურ ქსელზე-Facebook -ზე;

ვ) სკოლის გაზეთის გამოცემა;

ზ) „სკოლის მეგობართა კლუბის“ ჩამოყალიბება, სკოლის პოპულარიზაციისა და  ინიციატივების მხარდასაჭერად;

თ) სკოლის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საზოგადოებაში მისი პოპულარობის ხარისხის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;

ი) სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა;

კ) სკოლის ადმინისტრაციისა და სასკოლო საზოგადოებასთან, მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიების პროექტების შემუშავება;

ლ) სასკოლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დამუშავება ვებ–გვერდზე განსათავსებელად შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება.

მ) სკოლის facebook გვერდზე შემოსულ კითხვებზე პასუხის მომზადება და გაცემა;

ნ) სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სასწავლო და კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა;

ო) შიდა სასკოლო კომუნიკაცია;

პ) სკოლის საქმიანობის, ასევე,  პერსონალის პოპულარიზაცია;

ჟ) საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის დირექტორთან, ადმინისტრაციასთან და პერსონალთან შეხვედრის დაგეგმვა-განხორციელება;

რ) პრეს-კონფერენციების და ინტერვიუების ორგანიზება, საინფორმაციო მასალების მომზადება;

ს) სკოლის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნება;

 12.13. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) საგანმანათლებლო პროცესის და სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული სხვა აქტივობების განხორციელების                    მიზნით პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავება;

ბ) სკოლის სტრატეგიული გეგმის, შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებისა   და სკოლის მართვის ორგანოების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პერსონალის მართვის პოლიტიკისა და პროცედურების წარმართვა;

გ) სკოლის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შემუშავების თანამონაწილეობა;

დ)საქმიანობის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შედგენა და იმპლემენტაცია;

ე) სკოლაში პროფესიონალი კადრების მოზიდვისა და შერჩევის პროცესების უზრუნველყოფა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება;

ვ) პერსონალის პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება და მართვა;

ზ) პერსონალის ადაპტაციის სისტემის შემუშავება და მართვა; სკოლაში ახალი კადრების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის პროცესის მართვა მათი ახალ სამუშაო გარემოში ეფექტურად ჩართვის მიზნით;

თ) პერსონალის შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა, პროცესის მუდმივი განვითარება, მართვა და კომუნიკაცია ჩართულ მხარეებთან;

ი) შესაბამისი ორგანიზაციული კვლევების გზით, თანამშრომელთა კმაყოფილებისა და საჭიროებების გამოვლენის პროცესის უზრუნველყოფა და შედეგების მართვა; მათ შორის, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერთან თანამშრომლობა პერსონალის შეფასების, კმაყოფილების კვლევის განხორციელების მიზნით;

კ) პერსონალის შრომითი მოტივაციის სისტემის შემუშავება და მართვა;

ლ) კორპორატიული კულტურის მართვის სისტემის შემუშავება და მართვა; შრომითი ურთიერთობების მონაწილე მხარეების ინტერესებში გარკვევა, პერსონალის მართვის პრობლემების თანმიმდევრული გადაწყვეტა.

მ) პერსონალის რაოდენობისა და დატვირთვის კონტროლი;

ნ) პერსონალის მოზიდვის, შერჩევისა და დანიშვნის პროცედურების (კონკურსი, კონკურსის ეტაპები, გასაუბრება, კონკურსის შედეგების შესახებ კანდიდატთა ინფორმირება, დანიშვნა, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, გამოსაცდელი ვადა) ორგანიზება და თანმიმდევრული განხორციელება;

ო) კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული და ინფორმაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების მომზადების უზრუნველყოფა;

 პ) საკადრო შინაარსის დოკუმენტაციის ადმინისტრირება: საქმიანი წერილების, პერსონალის დანიშვნის/გათავისუფლების, მივლინების, სამუშაო ადგილიდან ცნობების, პროფესიული გავნითარების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმსგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით ბრძანებების პროექტების, შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და პასუხისმგებლობა მათ სისწორეზე;

ჟ) სკოლის პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შექმნის უზრუნველყოფა სტრუქტურულ  ერთეულებთან თანამშრომლობით;

რ) პერსონალის პირადი საქმეების წარმოება და მართვა;

ს) თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ტ) პერსონალთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზი და სტატისტიკურიმ მაჩვენებლების მომზადება;

 უ) პერსონალის სტაჟირების პროცესის ორგანიზება და წარმართვა;

ფ) ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ქ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ელექტრონულ ბაზებში პერსონალის შესახებ ინფორმაციის ასახვა და საჭიროების                           შესაბამისად განახლება;

ღ)სკოლის   პერსონალისთვის      კონსულტაციების    გაწევა    ადამიანური რესურსების

მართვის                       საკითხებთან დაკავშირებით;

ყ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

შ)  სკოლის ფუნქციებიდან  და მიზნებიდან გამომდინარე, დაწესებულების სხვა სტრუქტურულ/საშტატო ერთეულებთან თანამშრომლობა;

ჩ) სკოლაში კადრების სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის პერიოდული ანალიზი;

ც) სკოლის დირექციასა და  სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად შინაგანაწესის შემუშავებასა და პერიოდული დახვეწის პროცესში მონაწილეობა, შრომის დისციპლინის განმტკიცებისა და თანამშრომელთა პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით შინაგანაწესის დაცვის კონტროლი, პერსონალის სამუშაოზე გამოცხადებისა და მობილობის (მიღება, გათავისუფლება, ვაკანსიები, შვებულება, მივლინება და სხვ.) ანალიზი.

ძ) სკოლის დირექტორის/მოადგილის ან ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ცალკეული დავალებების და მითითებების                                          შესრულება.

12.14. სკოლის დარაჯის ფუნქციებია:

ა) ახორციელებს სკოლის  სარგებლობაში არსებული ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და სათავსების მოვლა-პატრონობას;

ბ) საეჭვო მდგომარეობის  ან/და ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში  დაუყონებლივ აცნობებს   სკოლის დირექტორსა და სამეურნეო სამსახურის უფროსს და ასრულებს მათ რეკომენდაციებსა და მითითებებს;

გ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაუყონებლივ რეკავს სატელეფონო ნომერზე – 112;

დ) ახორციელებს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის და სხვა მატერიალურ ფასეულობათა  დაცვას.     

12.15. სკოლის დასუფთავებასა და სანიტარული ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის-  დამლაგებლის ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოფს  სკოლაში  და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სისუფთავეს და სანიტარულ-ჰიგიენული პირობების დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს სანიტარული მოწყობილობების დეზინფიცირებას;

გ) იცავს ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესებს;

დ) სკოლის შენობის, საკლასო ოთახების დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება (მყარი იატაკების, რბილი იატაკების, ჭერის, კედლების, ფანჯრების, შუშების, კარებების, ჩარჩოების, საოფისე ავეჯის, სასკოლო ინვენტარის, სველი წერტილების, სხვა სახის საოფისე ნივთების დასუფთავება, მტვრის გაწმენდა, გახვეტა);

ე) რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში სამეურნეო სამსახურის უფროსის საქმის კურსში დაუყოვნებლივ ჩაყენება;

ვ) გამოიყენოს დასუფთავების ხელსაწყოები და დასუფთავებისათვის საჭირო სპეციალური ხსნარები;

ზ) უზრუნველყოს სველ წერტილებში საჭირო ნივთების განაწილება და ნაშთების კონტროლი; საწმედი საშუალებების რაოდენობის კონტროლი;

თ) ნარჩენების ყუთების გასუფთავება და მათი სადენზიფექციო საშუალებებით დამუშავება; ნარჩენების შეგროვება და მათი მითიტებულ ადგილამდე მიტანა;

ი) ასრულებს სკოლის  მართვის ორგანოების და სამეურნეო სამსახურის უფროსის მითითებებსა  და ცალკეულ დავალებებს;

12.16. ბიბლიოთეკის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ბიბლიოთეკის დებულებით.

თავი IV. მოსწავლე

მუხლი 13. მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები

1. სკოლის მოსწავლეს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

გ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება;

ე) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა

გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები, სამართლიანი, ობიექტური და კრიტიკული შენიშვნები სკოლის დირექციასთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას;

ვ) პერიოდულად მოახდინოს სკოლის პერსონალის მუშაობის და სასწავლო პროცესის შეფასება; გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ;

ლ)მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში;

მ)ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სასადილოს მომსახურებით;

ნ) მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის დებულებით და საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;

ო)იცნობდეს სკოლის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

პ)განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება;

2. მოსწავლე ვალდებულია:

ა) სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით ისწავლოს ყველა სავალდებულო საგანი; რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები;

ბ) დაიცვას სკოლის დებულება, შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის კოდექსი და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;

გ)იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი;

დ)გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;

ე)სათანადო ჩაცმულობით და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში;

ვ)ყველგან და ყოველთვის დაიცვას სკოლის სახელი და ავტორიტეტი;

ზ)პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს.

3. მოსწავლის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, მოსაწავლის ქცევის კოდექსითა და ამ დებულებით.

4. სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის ქმნის აუცილებელ პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის ინდივიდუალური სასაწავლო გეგმის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, შენობაში გადაადგილების ხელშეწყობაში თუ სხვა შეღავათების დადგენაში.

5. სკოლა ყოველწლიურად მოსწავლესთან (კანონიერ წარმომადგენელთან/მეურვესთან/მზრუნველან) დებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას.

თავი V.  ზოგადი განათლების საფეხურები

მუხლი 14. ზოგადი განათლების მისია საფეხურების მიხედვით

1. სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად. 

2. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური – VII-IX კლასებს, საშუალო საფეხური – X-XII კლასებს.

3. დაწყებითი საფეხურის მისიაა:

ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; 

ბ) საბაზისო უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; 

გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

4. საბაზო საფეხურის მისიაა: საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

5. საშუალო საფეხურის მისიაა:

ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; 

ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

თავი VI. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, მობილობის და სტატუსის შეჩერების წესი. შეფასების სისტემა

მუხლი 15. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის წესი

1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.  

2. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;                                                                                                              ბ) მოსწავლის ფოტოსურათი (3X4);                                                                                                                                გ) დაბადების მოწმობის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;                                                                                   დ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;                                     

 ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;                                                                                                                     ვ) სსსმ მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა.

3. II-XII კლასებში მოსწავლის ჩასარიცხად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა დამატებით წარმოსადგენია მოსწავლის მიერ წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე. 

5. მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ) მოსწავლის პირადი საქმე/წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მიმდინარე შეფასება (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);

დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);

ე) დაბადების მოწმობის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ვ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;

ზ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

თ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის ცნობა.

6. პირველკლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით.  

7. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით.

8. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების კანონმდებლობით დადგენილ ოდენობას.

9.  სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან. 

10. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს სკოლის დირექტორი.

13. მოსწავლე კლასიდან კლასში გადაიყვანება სკოლის დირექტორის ბრძანებით ეროვნული სასაწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 16. მოსწავლის სტატუსის შეჩერება1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას; ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას; გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზედ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე  სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე.3. სკოლა ვალდებულია, მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.4. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის პირად საქმეში არსებული მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი (არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით, ხოლო პირად საქმეში რჩება მოსწავლის დაბადების მოწმობის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი.

მუხლი 17. მოსწავლის შეჩერებული სტატუსის აღდგენა

1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.

2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.

3. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.

4. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.

5. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია აისახება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

 მუხლი 18. მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები

  1. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ. 
  2. მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს. 
  3. მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: 

ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

  1. ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება  კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ. 

5.შეფასება შეიძლება იყოს: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. 

6. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში. 

7.განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. 

თავი VI.  სკოლის დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი

მუხლი 19. დისციპლინური დევნა

1. პერსონალის და მოსწავლეების დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 

2. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.

მუხლი 20. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა საჩივრის განხილვა 

1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ. 

2. სკოლის დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.

3. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები: 

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) უფლების დარღვევის არსი;

გ) მოთხოვნის არსი.

თავი VII. სასწავლო პროცესის ორგანიზება

მუხლი 21. სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები

1. სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესი რეგულირდება სასკოლო–სასწავლო გეგმით და გაკვეთილების ცხრილით. 

2. სკოლის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო მომსახურება ფასიანია. სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვრება სკოლის მიერ.

3. სკოლაში საჭიროების შესაბამისად სასწავლო პროცესი შეიძლება განხორციელდეს ორ ცვლაში, ხუთდღიანი კვირეული დატვირთვით. გაკვეთილების, შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სასწავლო წლის დაწყების,  დასრულების თარიღი და არდადეგების ხანგრძლივობა  განისაზღვრება ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით.

5. წლიური კალენდარი და სასწავლო ცხრილი მტკიცდება პედაგოგიური საბჭოს მიერ სკოლის დირექტორთან შეთანხმებით.

6. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ აღემატება 18-ს. სკოლაში კლასების რაოდენობა დამოკიდებულია  მოსწავლეთა  რაოდენობაზე და საგანმანათლებლო (სასწავლო–აღმზრდელობითი) პროცესის განხორციელებისათვის საჭირო პირობებზე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა კონტიგენტის გათვალისწინებით.

7. სკოლას უფლება აქვს მოსწავლეთა მშობელების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნების გათვალისწინებით გახსნას გახანგრძლივებული ჯგუფები. 

8. სკოლა აწარმოებს ელექტრონულ ჟურნალს ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტრონული ჟურნალის წარმოება გულისხმობს მასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეების დასწრებისა და შეფასების ელექტრონულად აღრიცხვას. ელექტრონული ჟურნალი საშუალებას აძლევს სკოლას, მყისიერად მიაწოდოს ინფორმაცია მშობელს მოსწავლის შესახებ და აწარმოოს სრული სტატისტიკური აღრიცხვა როგორც ინდივიდუალური მოსწავლის, ისე კლასის/კლასების შესახებ. ელექტრონული ჟურნალის მიზანია, ტექნოლოგიების მიწოდებით, მასწავლებლებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო მარტივად შეაფასონ მოსწავლე და აღრიცხონ დასწრება, ხოლო მშობლებს, აღნიშნული პლატფორმით, შესაძლებლობა ეძლევათ, მყისიერი ინფორმაციის მიწოდებით, უფრო აქტიურად ჩაერთონ შვილის მოსწრებისა და დასწრების საკითხებში.

თავი VIII. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 22. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სკოლის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ფორმით.

თავი IX. დებულებაში ცვილებებისა და დამატებების შეტანა

მუხლი 23. სკოლის დებულების მიღება, შეცვლა და გაუქმება

სკოლის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.