სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი


შპს სკოლა ლიცეუმი ლამპარი

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

2023 წელი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

წინამდებარე წესი არეგულირებს შპს სკოლა ლიცეუმი ლამპარის (შემდეგში ,,სკოლა“) მოსწავლის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, მობილობის განხორციელების წესებსა და პროცედურებს, მოსწავლის უფლება-მოვალეობებსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. მოსწავლის ცნება

მოსწავლე არის პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაირიცხა საჯარო ან ავტორიზებულ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლობს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე.

მუხლი 3. მოსწავლის სტატუსის მოპოვება – პირველ კლასში ჩარიცხვა

  1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს;
  2. პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის ვადები და ეტაპები ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით;
  3. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
    1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
    2. ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    3. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთი არსებობის შემთხვევაში;
    4. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

4. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

  1. ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირების შემდეგ/კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსწავლის რეგისტრაცია უქმდება.
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადების გასვლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის პირველ კლასში განსხვავებულ ვადებში ჩარიცხვა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს-საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანხმობით, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში.
  3. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ სკოლაში/კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებს დასაშვებ რაოდენობას/კონტიგენტს.
  4. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან/ კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

11. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.

მუხლი 4. მოსწავლის სტატუსის არმქონე პირის სკოლაში ჩარიცხვა და მოსწავლის სტატუსის მოპოვება.

  1. თუ მოსწავლე არ სწავლობდა საქართველოში ან სწავლა შეწყვეტილი ჰქონდა ამორიცხვის საფუძველზე, მშობლის/კანონიერ წარმომადგენელის ან სრულწლოვან პირს უფლება აქვს მიმართოს იმ სკოლას, რომელშიც სურს სწავლის გაგრძელება.
  2. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან გარკვეული მიზეზის გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს სამი კლასით დაბალ კლასში.18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით განსაზღვრულ დაწყებით ან საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.

მუხლი 5. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით მოსწავლის ჩარიცხვა

  1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების გათვალისწინებით მოსწავლის მისაღებად, მშობელმა პირველ რიგში, სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს მისი შვილის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნის შედგენის მოთხოვნით.
  2. მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს:ა) ქართულ ენაზე ნათარგმნი, სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი, რომელიც იმ სკოლის მიერაა შედგენილი, რომელშიც მოსწავლე უცხოეთში სწავლობდა;ბ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი ან პასპორტის/დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);გ) მშობლის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  3. მომართვის შემდგომ სკოლა ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რომელსაც მშობელი წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მან თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:· სკოლის მიერ შედგენილი დასკვნა· ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი· მოსწავლის დაბადების მოწმობის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, თუ საქართველოშია გაცემული მაშინ დედანი.· თავისი პირადობის ან ბინადრობის მოწმობა, ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული სანოტარო ასლი,· აღიარების პროცედურის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
  4. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე ,ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს სკოლას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით.
  5. მოსწავლე ირიცხება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. განსხვავებული საგნები, რომელშიც შესაბამისობა ვერ დადგინდა, მოსწავლემ უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით.
  6. თუ მოსწავლეს აღიარება ვერ დაუდგინდა, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ერთი კლასით დაბალ კლასში.
  7. ჩარიცხვის ბრძანების საფუძველზე სკოლა მოსწავლეს ამატებს eSchool.emis.ge-ის ბაზაში. მუხლი 6. მობილობის უფლება.
  1. მობილობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე.
  2. მობილობის უფლების განსახორციელებლად, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს აქტიური სტატუსი. თუ მოსწავლეს შეჩერებული აქვს სტატუსი, სკოლაში მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ან სრულწლოვანმა მოსწავლემ უნდა მიმართოს სტატუსის აღდგენის მოთხოვნით იმ სკოლას, რომელშიც სტატუსი აქვს შეჩერებული, ხოლო შემდეგ განხორციელდეს მობილობა.მუხლი 7. მობილობა.
    1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში
    2. მობილობა დაუშვებელია პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, მეთორმეტე კლასის მეორე სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
    3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.
    4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მობილობის მსურველის

ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა. ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.

მუხლი 8. მობილობის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  1. მოსწავლის მობილობის დროს წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
    1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილსა და ტელეფონის ნომერს;
    2. მოსწავლის პირადი საქმე/ წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
    3. ინფორმაცია საგნების მიხედვით მიმდინარე შეფასებისა და გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);
    4. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    5. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
    6. მოსწავლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შეთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში))
    7. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში))
    8. სსსმ მოსწავლის მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
  2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  3. სპეციალიზირებული სკოლებიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დაწყებით და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად დამატებით საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებული, შესაბამისი სპეციალისტებისგან შემდგარი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება აღნიშნული მოსწავლის მიერ სიძნელეების დაძლევა, რის გამოც მას არ სჭირდება სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლა.
  4. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების კანონმდებლობით დადგენილ ოდენობას.
  5. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

მუხლი 9. მოსწავლის სტატუსის შეჩერება

  1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:ა) მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზი. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირების შესახებ ორგანოში.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, სკოლა ვალდებულია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მოსწავლეს სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მასთან რეფერირებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის განმავლობაში ახორციელებს ვიზიტს ოჯახში დამრიგებლის მიერ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დასადგენად და /ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად.
  3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება მოსწავლის სტატუსი და თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/მონაწილეობის მიუღებლობა დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში, გახდა მიზეზი არასრუწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვისა, სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
  4. მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია, ან გაუვიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/ კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.მუხლი 10. მოსწავლის შეჩერებული სტატუსის აღდგენა
    1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.
    2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
    3. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეჩერდა სტატუსი.
    4. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნი კლასი/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.
    5. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
    6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 11. მოსწავლის უფლებები.

  1. მოსწავლეს უფლება აქვს:
    1. მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება;
    2. იცნობდეს სკოლაში მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
    3. სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება;
    4. მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
    5. უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდით;
    6. გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება, ინფორმაციის თავისუფლება.მუხლი 12. მოსწავლის ვალდებულებები.
      1. შესაბამისი სასკოლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და გაკვეთილის დაწყებამდე დაიკავოს თავისი ადგილი საკლასო ოთახში;
      2. გაკვეთილის მსვლელობისას სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, დასვას შეკითხვები, გამოთქვას საკუთარი აზრები გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით;
      3. დაემორჩილოს მასწავლებლის მითითებებს და გაითვალისწინოს მისთვის მიცემული შენიშვნები;
      4. დაემორჩილოს სკოლის მანდატურის მითითებებს;
      5. არ დატოვოს სკოლის ტერიტორია სასკოლო დროის დამთავრებამდე;
      6. გაუფრთხილდეს და დაიცვას საკლასო ოთახის ინვენტარი, სკოლის ქონება და ტექნიკური აღჭურვილობა;
      7. პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, სკოლაში მყოფ დაცვის თანამშრომელს;აგრეთვე:· არ დაიგვიანოს გაკვეთილზე;· არ გააცდინოს გაკვეთილი(გაკვეთილები) არასაპატიო მიზეზით;· არ დატოვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არასაპატიო მიზეზით;· არ მოწიოს სიგარეტი;· არ გამოიყენოს სკოლაში მობილური ტელეფონი;· არ მოიხმაროს სკოლაში საღეჭი რეზინი ან მზესუმზირა;· არ დაუშვას სკოლაში იმ არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება, რომელიც კონკრეტულად არ არის მითითებული სკოლის შინაგანაწესში, მაგრამ ეწინააღმდეგება და არღვევს სკოლის დისციპლინას;
      8. პატივი სცეს სკოლაში მოქმედ შინაგანაწესს, მოსწავლის ქცევის კოდექსს და სხვა წესებს, დაიცვას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
      მუხლი 13 სკოლაში მოსწავლის გამოცხადების წესი.1. მოსწავლე უნდა გამოცხადდეს სკოლაში გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე, რათა დროულად შეძლოს საკლასო ოთახში შესვლა, მოწესრიგება და შესაბამისი საგნისთვის მომზადება
  2. ექსტრემალური პირობების დროს, თუ მოსწავლე ვერ ახერხებს სკოლაში დროულად გამოცხადებას. მშობელი ვალდებულია გააფრთხილოს დამრიგებელი მოსალოდნელი დაგვიანების შესახებ.
  3. მეორე და შემდგომ გაკვეთილებზე მოსწავლის გამოცხადება დასაშვებია მხოლოდ ობიექტური გარემოების არსებობისას დამრიგებლის წინასწარი გაფრთხილების შემთხევვაში.

მუხლი 14. აკადემიური კალენდარი

აკადემიური წელი შედგება ორი სემეტრისაგან. არდადეგების ხანგრძლოვობას სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღებს სკოლა განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასკოლო სასწავლო გეგმით.

მუხლი 15. სწავლების ენა

სკოლაში სწავლების ენა არის ქართული მუხლი 16. სასწავლო პროცესის ორგანიზება

სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხები, მოსწავლეთა შეფასება, გამოცდის ტიპები, მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის საკითხები და სხვა პირობები რეგულირდება სასკოლო სასწავლო გეგმით.

მუხლი 17. დასკვნითი დებულებები

  1. სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესს ინდივიდუალური ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი;
  2. წინამდებარე წესში ცვლილებების შეტანა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.