რატომ “ლამპარი?”

თუ გსურთ, თქვენმა შვილმა იცოდეს მის თანატოლებზე ბევრად მეტი და იყოს ისეთივე თბილსა და მოსიყვარულე გარემოში, როგორც საკუთარ სახლში, გიწვევთ “ლამპარი”. რატომ ირჩევენ ჩვენს სკოლას?
*   ჩვენთან არის თბილი,ოჯახური და მეგობრული სამუშაო გარემო;
*   მცირერიცხოვანი კლასები – იძლევა საშუალებას ჩატარდეს ინტერაქტიური გაკვეთილები და მოსწავლეებმა სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
*   პროფესიონალი პედაგოგები ცდილობენ თითოეულ ბავშვს მისცენ საკუთარი აკადემიური და პიროვნული პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზების შესაძლებლობა.
*   გაძლიერებული პროგრამები
*   ჩვენ სკოლაში პრიორიტეტი გაძლიერებულია ინგლისური ენის სწავლა. პირველ კლასში სწავლა მიმდინარეობს ზეპირმეტეყველებით და პარალელურად ვუნვითარებთ კითხვის უნარს.
მე-3 კლასიდან მოსწავლეები სწავლობენ რუსულ ენას ხოლო მე-5 კლასიდან გერმანულს.
*  ოლიმპიადები, სასკოლო წრეები, საგნობრივი კონფერენციები, საველე გაკვეთილები, ჭადრაკი, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები – გახლავთ სკოლის მუშაობის არასრული ჩამონათვალი.
*   ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ! თუ არჩევანს ჩვენს სკოლაზე შეაჩერებთ, სამომავლოდ აუცილებლად იგრძნობთ, რომ ეს თქვენი შვილებისკეთილდღეობისათვის გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯია!